“აფგან მუხთარლის გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ” – მუხთარლის მეუღლე ჟურნალისტის გაუჩინარების დეტალებს ჰყვება

"აფგან მუხთარლის გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ" - მუხთარლის მეუღლე ჟურნალისტის გაუჩინარების დეტალებს ჰყვებააზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე აცხადებს, რომ დაკავებისას მუხთარლი სახლში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობდა, საიდან ჩამოსვლის შემდეგაც ჭონქაძის ქუჩაზე ქართულად მოლაპარაკე ორი ადამიანი დაესხა თავს და გაიტაცეს.
ოჯახის ადვოკატი ქუჩის კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს.

– აფგან მუხთარლის ადვოკატისგან შევიტყვეთ, რომ მისი გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ და მხოლოდ მანქანის შეცვლის შემდეგ გადასცეს ის აზერბაიჯანულად მოსაუბრე ადამიანებს. შევისწავლეთ შესაძლო მარშრუტი, რომელითაც ის სახლში ბრუნდებოდა. აქ ყველგან კამერებია დამონტაჟებული და შესაძლებელია მომხდარის უფრო მეტო დეტალის მოძიება. მაგრამ, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დამალოს ეს, თითქოს ისინი არაფერ შუაში არიან, რადგან შეთანხმება აქვთ აზერბაიჯანის მთავრობასთან. აფგან მუხთარლი საქართველოდან გაიტაცეს და პასუხისმგებლობა ქართულ ძალოვან სტრუქტურებს ეკისრებათ. ჩვენ პარალელურად ჟურნალისტურ გამოძიებასაც ჩავატარებთ, – აცხადებს აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა.

აფგან მუხთარლის აზერბაიჯანელმა ადვოკატმა კი, უკვე გაასაჩივრა ჟურნალისტისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება.

ნიუპოსტი