კატეგორია: პოლიტიკა

ლეილა მუსტაფაევამ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი თქვა _ ”ახალ აღარ ვარ საშიში?”

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, საქართველოს პრემიერის შეთავაზებაზე უარს აცხადებს. მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება კატეგორიულად მიუღებელია. ის შოუს დადგმაზე საუბრობს. – საქართველოს მოქალაქეობის მიღებას არ დავთანხმდები, ეს ნიშნავს, რომ ჩემი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი უნდა ვთქვა, რაც არ მინდა. ერთი წლის წინ ცხოვრების უფლება მოვითხოვე და მაშინ მიპასუხეს, რომ სახიფათო საქმეებით ვიყავი დაკავებული და უარი […]

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი გიორგი ბადაშვილი თანამდებობას ტოვებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი გიორგი ბადაშვილი თანამდებობას ტოვებს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ბადაშვილი სხვა პოზიციაზე გადაინაცვლებს, თუმცა, არ კონკრეტდება, რა გახდა საკადრო გადაწყვეტილების მიზეზი და სად განაგრძობს მუშაობას. პრესსამსახურის განმარტებით, ოფიციალური განცხადება ხვალ გაკეთდება. სავარაუდოდ, გიორგი ბადაშვილი უწყებას გუნდთან ერთად დატოვებს. მისი მოადგილეები ამ დროისთვის თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ. ნიუპოსტი

აშშ ბაქოსგან აფგან მუხთარლის გათავისუფლებას ითხოვს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაკავებულების – ჟურნალისტ აფგან მუხთარლის და ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს მოადგილის, ჰეზალ ბაირამოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. “მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა პატიმარი საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე გამოძიების მსვლელობას ჟურნალისტის გატაცების ფაქტზე და მოვუწოდებთ, რომ ის სრულად, გამჭვირვალედ და დროულად წარიმართოს“ – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ფინანსური პოლიციიდან გიორგი ბადაშვილი და სხვა თანამშრომლები დაითხოვეს

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფინანსური პოლიციიდან თანამშრომლები დაითხოვეს, მათ შორის ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი, რომელმაც წარსულში ქვეყნის პროკურატურის ხელმძღვანელის პოსტზე ოთარ ფარცხალაძე შეცვალა. ბოლო დროს კი ფინანსურ პოლიციაში ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა. ვრცელდება ინფორმაცია ასევე რიგითი თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ პროკურატურაშიც. ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არცერთი უწყება არ ადასტურებს. შესაბამისად, თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. imedinews.ge

კვირიკაშვილმა მარგველაშვილს სთხოვა, მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა

ცოტა ხნის წინ პრემიერმა კვირიკაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა. პრემიერის განცხადებაში ნათქვამია: – მინდა განცხადება გავაკეთო აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე და აღვნიშნო, რომ ეს, პირველ რიგში, აზიანებს ქვეყნის იმიჯს, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია. ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, უპირველესი ამოცანაა, ყველა კითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გაეცეს პასუხი. მომხდართან დაკავშირებით […]

ხელისუფლების სუიციდი – ,,ჯეჯელავა გადამალეთ!“

ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებაში პოლიტიკური აზროვნების მქონე ადამიანების დეფიციტია. საქმე გვაქვს შიდაორგანიზაციულ კრიზისთან, ხელისუფლება სიუციდალური სქემით არის შეპყრობილი – ეს განცხადება ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ტვ ,,პირველის“ ეთერში დიანა ტრაპაიძესთან ,,დღის ამბებში“ განაცხადა. – ფარცხალაძე-თორდიასთან დაკავშირებული ინციდენტი, იგივე საპატრიარქოს მოვლენები, ჟურნალისტის უცნაური გაქრობა… ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ დღეს ხდება მინი კრიზისების […]

მთავრობის კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა მაკო ბიგვავამ თანამდებობა დატოვა

საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა მაკო ბიგვავამ თანამდებობა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, მაკო ბიგვავამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზებზე, ასევე, მის სავარაუდო შემცვლელზე მთავრობის ადმინისტრაციაში არ საუბრობენ, თავად მაკო ბიგვავასთან დაკავშირება კი ვერ ხერხდება.

აფგან მუხთარლის საქმით ევროპის საბჭო დაინტერესდა

ევროპის საბჭო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურება და თავის საიტზე მოვლენების განვითარების ქრონოლოგიას აქვეყნებს. – 2017 წლის 29 მაისს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარებაზე ინფორმაცია მისმა მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ გაავრცელა. მუსტაფაევამ განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ ბოლოს მაშინ დაურეკა, როდესაც ის მათი სახლიდან რამდენიმე კვარტლის მოშორებით იმყოფებოდა, მაგრამ საბოლოოდ სახლში არ დაბრუნდა. 30 მაისს საქართველოს […]

თამარ ჩუგოშვილი: ”აფგან მუხთარლის საქმე ჩემთვის ძალიან საგანგაშოა”

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან შესაძლო გატაცების საქმეზე ნებისმიერ დაინტერესებული პირის ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ამის შესახებ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან დღეს განაცხადა. – აფგან მუხთარლის საქმე ჩემთვის ძალიან ყურადსაღები, მნიშვნელოვანი და საგანგაშო საკითხია. ეს საქმეა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და რომელზეც საზოგადოებას კითხვები არ უნდა დარჩეს. პარლამენტი კარგი პლატფორმაა ხელისუფლების […]

გიორგი მარგველაშვილი: „სახელმწიფოს იმიჯი სერიოზულად ილახება“

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს სახელმწიფოს იმიჯი სერიოზული დარტყმის ქვეშ არის. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ტერიტორიიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის კომენტირებისას თქვა, რომ „დღეს ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი სერიოზული დარტყმის ქვეშ არის“.მისი თქმით, ისიც და სხვა მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსებიც კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმში არიან. რამდენიმე დღის წინ, თბილისში გაქრა ადამიანი და ბაქოში აღმოჩნდა ეს ადამიანი – მთელ საზოგადოებას […]