კატეგორია: პოლიტიკა

“პარლამენტის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე იქნება”

– ირაკლი კობახიძეს “ოცნებამ” უკვე შეუსუსტა პოზიციები. პირველ ეტაპზე ის კონსტიტუციის საჯარო განხილვის პროცესს ჩამოაცილეს. აშკარად იგრძნობა, რომ მამუკა მდინარაძეა ამ ამბავში პირველი პირი. გარდა იმისა, რომ ამ პროცესს განაგებს, დე ფაქტოდ პარლამენტშიც უკვე ჩაანაცვლა კულულა კობახიძე. ეს ჩანაცვლება მალე ოფიციალურადაც გაფორმდება, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ კახა კუკავა. – თქვენი აზრით, როგორ წავა ირაკლი კობახიძე, […]

აფგან მუხთარლი ბაქოშია – რა მოხდა სინამდვილეში?

საქართველოში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი ბაქოში იმყოფება. ამის შესახებ სააგენტო „თურანს“ მისმა ადვოკატმა ნეიმატ ქერიმლიმ განუცხადა. – აფგანმა დამირეკა და შემატყობინა, რომ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცენტრალურ განყოფილებაში იმყოფება და ახლა იქ მივემგზავრები, – განმარტა ადვოკატმა. მან მუხთარლის აზერბაიჯანში საიდუმლოდ გადაყვანას მოტაცება და საერთაშორისო ნორმების დარღვევა უწოდა. მისი თქმით, საქართველოს მისი გადაცემის უფლება […]

აფგან მუხთარლი აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს – რას ფიქრობენ თბილისში გაუჩინარებული ჟურნალისტის ახლობლები

გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეგობრები და მეუღლე ვარაუდობენ, რომ აფგან მუხთარლი აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა, დაშგინ აღალარლიმ განაცხადა, აფგან მუხთარლი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა, როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონებში. – ის ძალიან აქტიური ჟურნალისტი იყო და სავარაუდოდ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მასში საფრთხე […]

საპატრულო პოლიციის უფროსად ალექსანდრე ხვადაგიანი დაინიშნა

გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის უივე ყოფილი უფროსის, გოგა რაზმაძის გადადგომის მიზეზად გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა სახელდება, რომელსაც 21 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ primetime წერს. შინაგან საქმეთა სამინისტროში Imedinews-ს დაუდასტურეს საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის ცვლილება და ახალი კანდიდატის ვინაობაც გაუმხილეს. ის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი დირექტორი, ალექსანდრე ხვადაგიანია. საკადრო ცვლილებას შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმებს […]

თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები გაერთიანდნენ – ”არჩევნებზე ”ქართულ ოცნებას” დავამარცხებთ”

თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკური პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანი ბლოკით წარსდგებიან. ამის შესახებ სასტუმრო „ბეტსიში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ორი პარტიის ლიდერებმა: შალვა შავგულიძემ და ხათუნა სამნიძემ განაცხადეს. მათი თქმით, გაერთიანების საფუძველი იდეოლოგიური თანხვედაა, რომელიც ორივე პროდასავლურ ძალას აერთიანებს. როგორც შალვა შავგულიძემ აღნიშნა, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ როდესაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში თავისი მოსვლა გაახმოვანა, მან […]

გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მიიღო – “ეს ვიზიტი ნატო-ს სამიტის შემდეგ ძლიერი პოლიტიკური გზავნილია”

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში პირველი სახელმწიფო ვიზიტით მყოფი პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა სასახლეში მიიღო. პირისპირ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ დუდას პირველი სახელმწიფო ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულს და ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს ემთხვევა. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ნატო-ს სამიტის შემდეგ ეს ვიზიტი ძლიერი პოლიტიკური გზავნილია, რომელიც კიდევ […]

მეუფე პეტრე ცაავა გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ – “მას ვამხელ უპრინციპობაში”

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მისი მისამრთით გაჟღერებულ ბრალდებებს „რუსთავი2’-თან ინტერვიუში გამოეხმაურა. მეუფე პეტრე ცაავას თქმით პროცესებს შორენა თეთრუაშვილი მართავს და ეს ყველაფერი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად: – ეს ქალი ცდილობს, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, მეუბნებიან, რომ პატრიარქთანაც დღეში რამდენიმე ადამიანი შედის, რამდენიმე ვერსიით. ანუ დაბნეულობა ისახავს მიზნად ეს ყველაფერი, რომ ადამიანებმა სიცრუის სხვადასხვა ვერსია დაიჯერონ. სიმართლე […]

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა თანამდებობა დატოვა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა თანამდებობა დატოვა. ის “ანაკლია სითის” აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ქეთევან ბოჭორიშვილმა განუცხადა, მისთვის კერძო სექტორში გადასვლა საინტერესოა. მისივე თქმით, ”ანაკლია სითის” გენერალური დირექტორობა შესაძლებლობას მისცემს, ქვეყანის განვითარებაში ახალი კონტრიბუცია შეიტანოს. – ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტია, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქის გაშენებას გულისხმობს. ვფიქრობ, ამ ახალი როლით […]

ქართული არმია ამერიკული ტყვიამფრქვევით, M-240-ით, შეიარაღდება

კრწანისში ხვალ, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრის (JTEC) დაარსების ორი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი JTEC-ის სასროლეთზე ნატოს სტანდარტების – ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევის M-240 იარაღის საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებას დაესწრებიან. ხვალიდან ქართულ შეიარაღებაში არსებულ საბჭოთა […]

გია ხუხაშვილი: „რუსეთისგან უნდა ველოდოთ დებოშს, სიფრთხილე გვმართებს“ 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია დაამტკიცა. დეკლარაციაში არის რეკომენდაციები იმისათვის, რათა საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართულებით სწორ გზაზე იაროს. დეკლარაციის პუნქტში, სადაც საქართველო-რუსეთის ფედერაციის ურთიერთობაზეა საუბარი, ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და გაიყვანოს ქვეყნის ტერიტორიიდან თავისი შეიარაღებული ძალები. ექსპერტი გია ხუხაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დოკუმენტის სახელი შეესაბამება განცხადების პათოსს […]