ქართული არმია ამერიკული ტყვიამფრქვევით, M-240-ით, შეიარაღდება

ქართული არმია ამერიკული ტყვიამფრქვევით, M-240-ით, შეიარაღდებაკრწანისში ხვალ, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრის (JTEC) დაარსების ორი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი JTEC-ის სასროლეთზე ნატოს სტანდარტების – ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევის M-240 იარაღის საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებას დაესწრებიან.
ხვალიდან ქართულ შეიარაღებაში არსებულ საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს PKM ნატოს სტანდარტების ამერიკული ანალოგი M-240 ეტაპობრივად ჩაანაცვლებს.