მეუფე პეტრე ცაავა გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ – “მას ვამხელ უპრინციპობაში”

მეუფე პეტრე ცაავა გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ – "მას ვამხელ უპრინციპობაში"ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მისი მისამრთით გაჟღერებულ ბრალდებებს „რუსთავი2’-თან ინტერვიუში გამოეხმაურა. მეუფე პეტრე ცაავას თქმით პროცესებს შორენა თეთრუაშვილი მართავს და ეს ყველაფერი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად:

– ეს ქალი ცდილობს, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, მეუბნებიან, რომ პატრიარქთანაც დღეში რამდენიმე ადამიანი შედის, რამდენიმე ვერსიით. ანუ დაბნეულობა ისახავს მიზნად ეს ყველაფერი, რომ ადამიანებმა სიცრუის სხვადასხვა ვერსია დაიჯერონ. სიმართლე არის ერთი ეს ქალი არის შემოქმედი ამ ყველაფრისა. როგორ გგონიათ რამე დოკუმენტი არსებობს მათი საარგებლო და შავი დღისთვის აქვთ შენახული? შავი დღისთვის მათ მსგავსი ცილისწამებები და შანტაჟი აქვთ შენახული. ვფიქრობ რომ ქუდზე კაცი დადგება ფეხზე და საბოლოოდ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების ერთსულოვნება დაამარცხებს ერში და ბერში არსებულ ამ ბოროტებას, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრეს თქმით გიორგი კვირიკაშვილი უპრინციპო ადამიანია, რადგან მან პირობა დადო, რომ ციანიდის საქმეს პირად კონტროლზე აიყვანდა, მაგრამ არ შეასრულა:

– ხელისუფლებაშიც და ეკლესიაშიც არის ამ სკანდალის უკან მდგომი დაჯგუფება, რომლებსაც თვითონ სუფთა ხელებით გამოსვლა უნდათ მაგრამ ეს ასე არ მოხდება. ძალიან ვწუხვარ , რომ მიუხედავად გუშინ მისი საოცარი, პოზიტიური და სახელმწიფოებრივი განცხადებისა, რაც პრემიერ-მინისტრმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა, მე მას მაინც ვამხელ უპრინციპობაში, რამეთუ მან თქვა, რომ პირად კონტროლზე ექნებოდა ეს საქმე და აი ჩანს რამდენად პირად კონტროლზეა და ჩანს რამდენად უსირცხვილო გაგრძელება აქვს ამ საქმეს, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ნიუპოსტი