კატეგორია: პოლიტიკა

დავით ლორთქიფანიძე ნიკა მელიას პროკურატურაში უჩივის

_ პროკურატურას გარკვეული საქმეების გამოძიების დაჩქარება ვთხოვე. ადამიანებს, რომლებიც თავად არიან კრიმინალები, შემჩნეული არიან კრიმინალურ ქმედებებში, უფლება არ აქვთ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თავი მამა აბრამის ბატკნად მოაჩვენონ, – აცხადებს ყოფილი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე. _ კონკრეტულად, რა კრიმინალურ ქმედებაზე საუბრობთ? _ ნაცმოძრაობის დროს ნიკანორ მელია იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი. როცა გამოჩნდა ახალი ძალა „ქართული ოცნება“, […]

ვალერი გელბახიანი: „პარლამენტის თავმჯდომარემ ფაშისტური განცხადება გააკეთა“

– პარლამენტის თავმჯდომარემ ფაშისტური განცხადება გააკეთა. სხვა სახელმწიფოში მას ამისათვის გადააყენებდნენ. შეიძლება ვთქვათ, ირაკლი კობახიძე ემოციებს აჰყვა ან ეს გამოუცდელობით წამოსცდა, მაგრამ საქმე უფრო სერიოზულადაა, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ ვალერი გელბახიანმა. მისი აზრით, პარლამენტის თავმჯდომარე ძალიან დიდი თანამდებობის პირია. მას ასეთი გადაცდომები არ ეპატიება. _ ერთხელ სააკაშვილმა შესძახა, ყველანი ციხეშიო. გვახსოვს, რა მოჰყვა ამ შეძახილს. […]

გოგი წულაია ქუთაისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს

გოგი წულაია ქუთაისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ქუთაისის მერიამ შპს “გორას” პურის ჯიხურების განთავსების ნებართვა მისცა. მოძრავი ჯიხურები კი სასურსათო მაღაზიებს კონკურენციას უწევს და არასათანადო პირობებში აყენებს, რადგან ჯიხურის მფლობელებს ნაკლები გადასახადი ეკისრებათ, ვიდრე მაღაზიებს. – ეს არის კორუფციული სქემა მცირე და […]

რამდენად დემოკრატიულია ხალხს უთხრა უარი? – პრეზიდენტი არჩევის წესზე საუბრობს

გიორგი მარგველაშვილმა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას საკონსტიტუციო ცვლილებების ის ნაწილიც გააკრიტიკა, სადაც პრეზიდენტის არჩევის წესზეა საუბარი. მისი თქმით, საზოგადოების უმრავლესობას პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა სურს. – არის საუბარი არჩევის წესთან დაკავშირებით. არჩევა შეიძლება პირდაპირიც და არაპირდაპირაც, ორივე დემოკრატიულია, მაგრამ როცა საზოგადოების უმრავლესობას უნდა აირჩიოს პირდაპირი წესით, რამდენად დემოკრატიულია ამ ხალხს უთხრა უარი? რამდენად გესმის […]

სალომე ზურაბიშვილი: ”ჰერბერტ ზალბერი საქართველოდან უნდა გავაძევოთ”

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სალომე ზურაბიშვილის აზრით, თბილისმა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ჰერბერტ ზალბერი „პერსონა ნონ გრატად“ უნდა გამოაცხადოს და მისი გაწვევა მოითხოვოს. ზურაბიშვილის შეფასებით, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარის განცხადება არა მხოლოდ პრინციპულად მიუღებელია, არამედ საკითხის მიმართ მის უცოდინარობას ავლენს. – ასეთ შემთხვევაში მორჩილად […]

გია ხუხაშვილი: „ფარცხალაძეს ეს თუ შერჩა, ხვალ შესაძლოა პრემიერს სცემოს“

, მართავენ თუ არა საქართველოში პოლიტიკას ფინანსური ჯგუფები? _ ამ თემებზე „ახალ თაობას“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება. _ „ქართული ოცნება“ ძირითადად მარგველაშვილის რეკლამირებით არის დაკავებული. თუ რამე ავტორიტეტი მოიპოვა პრეზიდენტმა, ეს ხელისუფლების უაზრო და უსაგნო შეტევების შედეგია. თუმცა მარტო ეს თავდასხმები არ არის იმის მიზეზი, რომ მარგველაშვილს სხვებზე მაღალი რეიტინგი აქვს. ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის ძალიან […]

გიორგი ვაშაძე: “ირაკლი ფარცხალაძე ქვეყნის დატოვებას აპირებს”  

ვაშაძის ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორის სახლში სამართალდამცავ სტრუქტურებთან გამართული შეხვედრებზე ფარცხალაძის ქვეყნის დატოვების გეგმებს განიხილავენ. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი ფარცხალაძე უახლოეს დღეებში ქვეყნის დატოვებას გეგმავს. სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერის თქმით, ამაზე ყოფილი მაღალჩინოსანის სახლში სამართალდამცავ სტრუქტურებთან გამართული შეხვედრები მეტყველებს. მისივე განცხადებით, შეხვედრაზე გარცხალაძის ქვეყნის დატოვების გეგმებს განიხილავენ. როგორც ვაშაძემ განმარტა, მას […]

„კალაძე-ელოშვილმა საფლავები გადათხარეს“

– 16 მაისს მთიულეთის მოსახლეობასთან ერთად კახა კალაძის სახლთან გავმართავთ აქციას. როგორც კალაძე უვარდება მოსახლეობას სახლებში, ასეთივე პასუხს მიიღებს მოსახლეობისგან. რაც დღეს მთიულეთში ხდება, ამის ასე დატოვება არ შეიძლება. რადგან ეს აქცია წინასწარ დავაანონსეთ, არ არის გამორიცხული, კალაძემ სპეცრაზმი დაგვახვედროს. “ქართული ოცნება” ხალხს ხომ უკვე ნიღბიანების დახმარებითა და ძალის გამოყენებით ესაუბრება, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა. […]

ნაციონალური მოძრაობა: ლაშა თორდიას ცემის ადგილიდან ამოღებული ჩანაწერი გასაჯაროვდეს 

ნაციონალური მოძრაობა პროკურატურას მიმართავს, ლაშა თორდიას ცემის ადგილიდან ამოღებული ჩანაწერი გასაჯაროვდეს და გამოძიება „ადეკვატური მუხლით“ წარიმართოს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პროკურატურას მიმართავს, ლაშა თორდიას ცემის ადგილიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერი გასაჯაროვდეს და გამოძიება ადეკვატური მუხლით წარიმართოს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავარი პროკურატურა და სხვა ძალოვანი უწყებები დანაშაულის დაფარვის ფართომასშტაბიან ოპერაციას ახორციელებენ. – […]

აქციის მონაწილე ირაკლი კობახიძეს – კომუნისტები ეძახეთ თქვენნაირ ხალხს

დიდ საკონცერტო დარბაზში მყოფი ადამიანების ნაწილი, ვინც საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დაწყებას უშლის ხელს, ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად მიწების გასხვისების აკრძალვას ასახელებს. სწორედ ამაზე ისაუბრა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილმა მოადგილე სანდრო ბრეგაძემ, რომელსაც საკონსტიტუციო კომისიის წევრმა მამუკა მდინარაძემ მიკროფონი ჩაურთო და განცხადების გაკეთების საშუალება მისცა. – თქვენ აკანონებთ ჩვენი მამა-პაპის მიწის გაყიდვას, ჩვენ არ მოგცემთ […]