კატეგორია: პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „რამდენიმე ათეული ახალგაზრდა კომუნისტი 2.500 კაცს იმის საშუალებას არ აძლევს, რომ კონსტიტუცია განიხილოს“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიდ საკონცერტო დარბაზში განვითარებულ მოვლენებს პროვოკაციად აფასებს. ირაკლი კობახიძემ ჯგუფს, რომელიც მას საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დაწყების საშუალებას არ აძლევს, კომუნისტები უწოდა. – ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა პროვოკაცია. ამაზე ჩვენი კოლეგები საუბრობდნენ დღევანდელი შეხვედრის წინ. ჩვენი დღევანდელი ამოცანა არის კონსტიტუციაზე მსჯელობა. ყველას ვთხოვთ, ახალგაზრდებო გთხოვთ, რომ აქ შეკრებილ 2.500 […]

დაპირისპირება ფილარმონიაში – საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ვერ იწყება

დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ვერ იწყება, დაპირისპირება მოხდა დიდ საკონცერტო დარბაზში მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა დარბაზში შეკრებილებსა და ფილარმონიასთან გამართული აქციის მონაწილეებს შორის, რომლებმაც ასევე საკონცერტო დარბაზში გადაინაცვლეს. მათ შორის არიან „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლები, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის […]

როგორია რუსეთის რბილი ძალა საქართველოში?

სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების თანახმად, საქართველოში რუსეთისა და ევრაზიული კავშირის მომხრეების რაოდენობა მცირდება, რუსული პროპაგანდა კი ისევ შეინიშნება. რამდენიმე თვის წინ ბალტიისპირელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ რუსეთი, ღია აგრესიის პარალელურად, გააძლიერებს რბილი ძალის გამოყენებას საქართველოში. ჩვენთან ამ ტერმინს ხშირად არ იყენებენ, თუმცა მუდმივად საუბრობენ მომძლავრებულ რუსულ პროპაგანდაზე. ამერიკელი ექსპერტი ჯოზეფ ნეი განმარტავს, რას მიიჩნევს რუსეთი რბილ ძალად […]

NDI დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს

საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარმოადგენს დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი. საზოგადოებრივი კვლევა პირისპირ ინტერვიუს პრინციპით, აპრილში ჩატარდა და მასში საქართველოს მასშტაბით 2 ათას 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პრეზენტაცია გვიჩვენებს თუ როგორია საქართველოს მოქალაქეების აზრი ხელისუფლების, სამინისტროების და საკვანძო ინსტიტუტების საქმიანობის შესახებ. ხალხის ხედვას იმასთან დაკავშირებით, მიდის თუ არა საქართველოს განვითარება სწორი თუ არასწორი მიმართულებით. გავიგებთ უნდა […]

ირმა ინაშვილი: „არ ვენდობით 300 ხმოსანს, მგოსანს, ფრთოსანს“

 –  დაგვიტოვეთ უფლება, თქვენს 300 ხმოსანს, მგოსანს, ფრთოსანს თუ ვინც არის, არ ვენდობოდეთ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა რუსთავში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვაზე განაცხადა. ინაშვილმა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე ისაუბრა და მმართველ გუნდს მიმართა. – თქვენ, მე მგონი, ეჭვიანობთ ჩემი და პრეზიდენტის ურთიერთობაზე. ამაოდ ეჭვიანობთ, იმიტომ, რომ მე არ ამირჩევია მარგველაშვილი – […]

ინაშვილმა და მდინარაძემ იჩხუბეს

– არ მგონია რომელიმე ხელისუფლება ასე მარტივად წასულიყო მსგავს მოქმედებაზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენივე ხელით სუბიექტურ მდგომარეობას ვიუარესებთ, – ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ რუსთავში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვაზე განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ ამაშია მმართველი გუნდის სიძლიერე. ”ყველაზე ძალიან ის კონსტიტუცია, რომელიც არსებობს, აწყობს იმ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის სათავეშია. ჩვენ ვამბობთ, რომ […]

„რუსეთი საქართველოში რელიგიური დაპირისპირებისთვის ნიადაგს ამზადებს“

– არაკეთილმოსურნე ძალები საქართველოში რელიგიური შუღლის ჩამოგდებას რომ ცდილობენ, ამის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ვაცხადებდი. მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ამ მხრივ საფრთხეებია აჭარაში, ქვემო ქართლში, პანკისის ხეობასა და მთლიანად კახეთში. პანკისში რამდენჯერმე იყო ამის მცდელობა. რამდენიმე კვირის წინ იქ ქრისტიანული სალოცავი დაანგრიეს. ეს კონფლიქტი აღარ გამწვავდა იმიტომ, რომ ადგილობრივმა უხუცესებმა და იმამმა […]

,,ეს დასკვნა საჯარო გახდება“ – ლაშა თორდია ფარცხალაძისა და მერიის ურთიერთობაზე საუბრობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა მასზე თავდასხმის დეტალებზე გადაცემა ,,განსხვავებულ აქცენტებში“ ისაუბრა. ლაშა თორდია კვლავ კლინიკაში რჩება, მისი მდგომარეობა გაუარესდა და ექიმებმა წოლით რეჟიმი დაუნიშნეს. ლაშა თორდიას თქმით, მასზე თავდასხმა მოხდა ელ ცენტროს შენობის შესასვლელის მიმდებარე ადგილას. მისი განცხადებით, ადგილზე ბევრი თვითმხილველი იყო. ლაშა თორდია მასზე განხორციელებულ თავდასხმას მის საქმიანობას უკავშირდება. საქმე ეხება ყოფილი მთავარი პროკურორის […]

გოგა ხაინდრავა: „ელისაშვილს ღირსება არ გააჩნია“

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატზე ალეკო ელისაშვილზე აცხადებს, რომ “მისი ღირსება საერთოდ არაფერი ღირს, რადგან არ გააჩნია ღირსება და ხურდავდება”. მისი თქმით, ელისაშვილს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ძალიან მკაცრი პასუხი მოეთხოვება. – ეს არის არა ეკა ბესელიას წინააღდეგ გაკეთებული განცხადება, არამედ ეს არის ღირსების, ქართული ტრადიციების წინააღმდეგ, იმ საზოგადეობის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება, სადაც ქალების […]

ზაქარია ქუცნაშვილი: ”სოსო ჯაჭვლიანს გლდანელების პარტიის შექმნა უნდოდა”

– სოსო ჯაჭვლიანს ჰქონდა გლდანელების პარტიის შექმნის იდეა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო -სახალხო განხილვისას საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განაცხადა. ზაქარია ქუცნაშვილმა საკუთარი მოსაზრებები შერეულ საარჩევნო სისტემის უპირატესობებზეც გამოთქვა. – ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, რეგიონალური ნიშნით პარტიების შექმნა არ შეიძლება. საქართველოს გაერთიანების შემთხვევაშიც კი, არავის ექნება უფლება, რომ რეგიონალური პარტიები შექმნას. […]