– პარლამენტის თავმჯდომარემ ფაშისტური განცხადება გააკეთა. სხვა სახელმწიფოში მას ამისათვის გადააყენებდნენ. შეიძლება ვთქვათ, ირაკლი კობახიძე ემოციებს აჰყვა ან ეს გამოუცდელობით წამოსცდა, მაგრამ საქმე უფრო სერიოზულადაა, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ ვალერი გელბახიანმა.
მისი აზრით, პარლამენტის თავმჯდომარე ძალიან დიდი თანამდებობის პირია. მას ასეთი გადაცდომები არ ეპატიება.
_ ერთხელ სააკაშვილმა შესძახა, ყველანი ციხეშიო. გვახსოვს, რა მოჰყვა ამ შეძახილს. კობახიძის ნათქვამიც შეიძლება არაჯანსაღად აღიქვან და დაიწყონ იმ ადამიანების დევნა, ვისაც პარლამენტის თავმჯდომარე კომუნისტებს ეძახის, – აცხადებს გელბახიანი.

