გიორგი მარგველაშვილმა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას საკონსტიტუციო ცვლილებების ის ნაწილიც გააკრიტიკა, სადაც პრეზიდენტის არჩევის წესზეა საუბარი.
მისი თქმით, საზოგადოების უმრავლესობას პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა სურს.
– არის საუბარი არჩევის წესთან დაკავშირებით. არჩევა შეიძლება პირდაპირიც და არაპირდაპირაც, ორივე დემოკრატიულია, მაგრამ როცა საზოგადოების უმრავლესობას უნდა აირჩიოს პირდაპირი წესით, რამდენად დემოკრატიულია ამ ხალხს უთხრა უარი?
რამდენად გესმის დემოკრატიისა და კონსტიტუციის აზრი, როცა უბრალოდ ეუბნები, რომ არა, 300 ხმოსანი აირჩევს, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

