აქციის მონაწილე ირაკლი კობახიძეს – კომუნისტები ეძახეთ თქვენნაირ ხალხს

აქციის მონაწილე ირაკლი კობახიძეს - კომუნისტები ეძახეთ თქვენნაირ ხალხსდიდ საკონცერტო დარბაზში მყოფი ადამიანების ნაწილი, ვინც საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დაწყებას უშლის ხელს, ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად მიწების გასხვისების აკრძალვას ასახელებს.

სწორედ ამაზე ისაუბრა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილმა მოადგილე სანდრო ბრეგაძემ, რომელსაც საკონსტიტუციო კომისიის წევრმა მამუკა მდინარაძემ მიკროფონი ჩაურთო და განცხადების გაკეთების საშუალება მისცა.

– თქვენ აკანონებთ ჩვენი მამა-პაპის მიწის გაყიდვას, ჩვენ არ მოგცემთ ამის უფლებას. ქართული მიწა არ გაიყიდება, – აღნიშნა ბრეგაძემ, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ეს ტყუილია.

კიდევ ერთი მოქალაქის განცხადებით, კომუნისტები ხელისუფლებამ უნდა უწოდოს თავისნაირ ხალხს.

– ამოვიღე საჯარო რეესტრიდან კუმისთან დაკავშირებული ამონაწერი. ვიღაც არაბეთის მოქალაქემ, იბრაჰიმ აჰმედამ იყიდა რამდენიმე ათასი ჰექტარი მიწა. თუ რეესტრის ამონაწერი ტყუილია? – კომუნისტები ეძახეთ თქვენნაირ ხალხს, – აღნიშნა მოქალაქემ.

ლადო სადღობელაშვილმა კი დარბაზში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრების ყოფნა გააპროტესტა.
– ბოკერია უნდა იყოს ციხეში. მერაბიშვილის ადვოკატი ციხეში უნდა იყოს, – განაცხადა სადღობელაშვილმა.