კატეგორია: პოლიტიკა

კახა კუკავა: „შევარდნაძე, სააკაშვილი და დღევანდელი ხელისუფლება ერთიდაიგივე სისტემაა“

– მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი წარმატებით დამთავრდება და კონსტიტუციის ეს პროექტი ძალაში ვერ შევა! უბრალოდ, პრობლემა სხვა რამეშია, რომ ჩვენ ერთსა და იმავე გზაზე დავდივართ და მუდმივად ნეგატივში ვართ, – აცხადებს კახა კუკავა. „ახალი თაობის“ კითხვაზე მოხდება თუ არა 2018 წელს პირდაპირი წესით არჩევა? – მე არ ვიცი, ამ ვერსიას რომელი პოლიტიკოსები და ექსპერტები […]

,,მარგველაშვილი სააკაშვილს მისტირის“

– სისხლიანი 9 წლის ავტორს, ელიტური კორუფციის მამამთავარ მიხეილ სააკაშვილს გიორგი მარგველაშვილი მისტირის. ამ დღეებში მან ასეთი განცხადება გააკეთა _ ქვეყნისთვის უარყოფითია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ ახერხებს. ეს განცხადება მან სამეგრელოში, ტელეკომპანია „ოდიშთან“ საუბარში გააკეთა, – აცხადებს პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე. მისი განცხადებით, ეს მარგველაშვილის მხრიდან უპრინციპობაა და რასაც პრეზიდენტი აკეთებს, სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე […]

ანგელა მერკელი შეშფოთებულია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ქმედებებით

გერმანია შეშფოთებით ადევნებს თვალს იმ ფაქტს, რომ რუსეთი არანაირ ძალისხმევას არ მიმართავს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობდა ხელს. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის მთავრობის სპიკერატის კომენტარში, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წერილობითი კითხვების პასუხად მიიღო. საზოგადოებრივი მაუწყებელი დაინტერესდა, როგორ აფასებდა გერმანიის კანცლერი იმ ფაქტს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ბიბილოვი სოჭში უშუალოდ ანგელა […]

პარლამენტთან დააკავეს მეანაბრეთა აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის ადვოკატი

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებული მეანაბრეების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, დაზარალებულთა შორის გარდაცვლილთა რაოდენობამ 12-ს მიაღწია. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად პოლიციის თანამშრომლებმა აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის ადვოკატიც დააკავეს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო, რადგან აქციის მონაწილე შეუძლოდ გახდა. […]

ხათუნა ლაგაზიძე: „კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვა უნიკალური მოვლენაა“

– კონსტიტუციის განხილვაში პარლამენტი და მეორე მხრივ პრეზიდენტის ინსტიტუტი, კონსენსუსზე წავიდნენ, რაც ორივე მხარის გამარჯვების ტოლფასია. პრეზიდენტმაც და პარლამენტის თავმჯდომარემაც საღი აზრით იხელმძღვანელეს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შეურაცხმყოფელი შეფასებები იყო საკონსტიტუციო პროექტის შექმნის პროცესში, ალბათ, უფრო მეტად პრეზიდენტის მისამართით მიღებული გადაწყვეტილება, მაინც ამ ყველაფერზე მაღლა დგას და ეს უდავოდ არის საღი აზრის გამარჯვება. ძალიან საინტერესო […]

მთავრობიდან პრორუსულ მინისტრებს გაუშვებენ

– რუსეთის აგენტურა საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურის აწევას შეეცდება. კრემლი ყველაფერს გააკეთებს, რომ მთელი ოპოზიცია ქუჩაში გამოიყვანოს, რის შემდეგაც ამ პროცესში თავის ხალხს გამოიყვანს საქართველოს მხსნელების როლში და შეეცდება, მათი რეიტინგი ასწიოს. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, ცოტა ფრთხილად იყოს და ოპოზიციასთან ხისტ საუბარს თავი დაანებოს. საქართველოს ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირდება ქუჩის აქციები, – აცხადებს ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში […]

აუდიტორია 115 პარლამენტთან პოლიციას დაუპირისპირდა

თბილისში აქცია მიმდინარეობს, სადაც მოძრაობა აუდიტორია 115-ის წევრები აპროტესტებენ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ოთხი მუშის სავარაუდო დაღუპვას. რამდენიმე საათის წინ ოთხი მეშახტე დაახლოებით 400 მეტრი სიღრმის შახტში ჩავარდა და ისინი ამ დრომდე არ უპოვიათ. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ცდილობენ, ადგილზე იმყოფება პოლიცია. დაპირისპირების შემდეგ, სავარაუდოდ დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე.

კვირიკაშვილმა და ტილერსონმა საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან შეხვედრაზე, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა, საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, რეგიონში მიმდინარე პროცესებს, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებსა და მათ დასაძლევად საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას. რექს ტილერსონის განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებს. სახელმწიფო მდივნის თქმით, საქართველო არის წარმატების სიმბოლო რეგიონში, ხოლო ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები კარგი საფუძველია ორი […]

ზაზა ხუციშვილი: ახლა ლუჟკოვის დაკავება სწორი არ იქნებოდა

– ახლა ლუჟკოვის დაკავება არ იქნებოდა სწორი, მითუმეტეს, მას პასპორტში არანაირი ჩანაწერი არ ჰქონდა, რომ ის ნამყოფია აფხაზეთში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაზა ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა. ზაზა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ მომავალში, თუკი ლუჟკოვი შეეცდება საქართველოში შემოსვლას, ის არ უნდა შემოუშვან. – პრემიერის ვიზიტი ამერიკის […]

რა რეაქცია ქონდა ირაკლი კობახიძეს ირმა ინაშვილის განცხადებაზე 

– როცა თქვენ გვეუბნებით, რომ ბლოკების შექმნა ნეგატიური მოვლენაა, მგონი, „ქართული ოცნებაც“ ხელისუფლებაში ბლოკური სისტემით მოვიდა. გუშინ, არჩილ თალაკვაძემ პარტიები გაიხსენა, რომლებიც კოლოსალურ დაფინანსებას იღებდნენ. თქვენ არ იყავით, რომელმაც ნულ პროცენტიანი თუ მინუს ერთპროცენტიანი რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებაშიც მოიყვანეთ და თავზეც დაგვასვით? – მიმართა უმრავლესობას ინაშვილმა. ირმა ინაშვილის რეპლიკამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გაამხიარულა, რაც ჟესტით […]