– ქვეყანა, სადაც ყოფილი მთავარი პროკურორი ფიზიკურად უსწორდება აუდიტის სამსახურის უფროსს და თან ამას აკეთებს სახალხოდ, ბევრი ადამიანის თანდასწრებით, ეს უკვე აღარ არის სახელმწიფო, – ამის შესახებ „ ევროპული საქართველოს წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გენერალურ აუდიტორზე ლაშა თორდიაზე განხორციელებულ თავდასხმას. ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ „ყოფილი მთავარი პროკურორი კრიმინალური მეთოდებით იცავს საკუთარ ინტერესებს“. – მომხდარი […]
კატეგორია: პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ლაშა თორდიას ცემის შესახებ – დამნაშავე აუცილებლად დაისჯება
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ ლაშა თორდიაზე თავდასხმაში დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება. – გამოძიებით უნდა დადგინდეს რეალობა. კითხვებზე პასუხები სწორედ გამოძიების დასრულების შემდეგ გვექნება და ამის შემდეგ მოგვეცემა შესაძლებლობა, მსგავს საკითხებზე კომენტარები გავაკეთოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება. ნებისმიერი ადამიანი, ვისი დანაშაულიც დადასტურდება, აუცილებლად დაისჯება. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც […]
გიორგი მარგველაშვილი: „რატომ უნდა დაკარგოს გორმა ან ზუგდიდმა ქალაქის სტატუსი ამიხსნას ვინმემ”
საქართველოს პრეზიდენტი შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის, ქალაქის სტატუსისის შესაძლო დაკარგვის საკითხს ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ უნდა დაკარგოს გორმა ან ზუგდიდმა ქალაქის სატუსი და აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობისაგან განმარტებებს ითხოვვს. ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ არც ერთ თვითმმართველ ქალაქს სატუსი არ უნდა გაუუქმდეს და პირიქით, მთავრობამ თვითმმართველობის გაძლიერებაზე უნდა იმუშავოს. – რატომ უნდა დაკარგოს […]
ნოდარ ხარშილაძე: ,,ირაკლი კობახიძის განცხადება არასწორია, ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“
“საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე “ნიუპოსტთან” საუბრისას აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს მოსახლეობა შეცდომაში შეყავს, როცა ის აცხადებს, რომ პრეზიდენტს სამხედრო ძალები არც დღეს ექვემდებარება. ხარშილაძე ირაკლი კობახიძის განცხადებებს უცნაურს უწოდებს. “პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ნამდვილად არ არის სწორი, მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტი არის მთავარსარდალი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ, ასევე ის ნიშნავს უმაღლესი თანამდებობის […]
თორნიკე შარაშენიძე: „ამერიკისგან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მივიღეთ“
– ვიღაც-ვიღაცების სიხარული, რომ ტრამპი რუსეთის კაცია, რომ პუტინმა თავისი კაცი დასვა ამერიკის პრეზიდენტად, იმთავითვე იყო სისულელე. უფრო მეტიც, ტრამპი, რომელიც დღეს აქტიურად ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად არ არის პუტინის აგენტი, ნამდვილად არ არის რუსეთის გავლენის ქვეშ, გაცილებით მეტად ცდილობს დაუჭიროს საქართველოს მხარი, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე უჭერდა ობამა, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ თორნიკე […]
ანა დოლიძე – ვენეციის კომისია თვლის, რომ შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარება სჯობს
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ სასარგებლო იქნება თუ შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნები კვლავაც პირდაპირი წესით ჩატარდება. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განუცხადა. მისი თქმით, ამ მხრივ ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რაიმე ცვლილება არ იყოს გაგებული, როგორც პერსონიფიცირებული ცვლილება კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ. – საუბარი იყო იმაზე, რომ საპარლამენტო სისტემებში […]
ლევან ხაბეიშვილი: „ყოველდღე ჩინოსნების ჯიბეში გაჭირვებულებისთვის განკუთვნილი 20.000 ლარი მიდის“
უფასო სასადილოებთან დაკავშირებით კიდევ ერთი სკანდალი აგორდა. სამოქალაქო პლატფორმა„ახალმა საქართველო“ 3-თვიანი მონიტორინგის შედეგად სერიოზული დარღვევები გამოავლინა. ამ დარღვევებზე ისინი დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობასთანაც აპირებდნენ საუბარს, მაგრამ დავით ნარმანიას ბრძანებით ისინი მერიის შენობაში არ შეუშვეს. არადა, მათზე საშვები წინასწარ იყო დაშვებული. მერის გაცხარების მიზეზი ამ შეხვედრამდე ერთი საათით ადრე გამართული პრესკონფერენცია გახდა, სადაც უფასო სასადილოებში აღმოჩენილ დარღვევებზე […]
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს
NDI – ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.გამოკითხულთა 63 % სწორედ ასე ფიქრობს. კითხვაზე: რომელი ქვეყანა წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს საქართველოსთვის, მაჩვენებლები ასე გადანაწილდა: რუსეთი – 63 %, თურქეთი – 6 %, ამერიკა – 5 %, საქართველო – 1 %, სომხეთი – 1 %, ირანი 1 %. კატეგორია […]
საქართველოს ხელისუფლებამ იური ლუჟკოვი შავ სიაში შეიტანა
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი ე.წ. შავ სიაში იქნება შეყვანილი და ის საქართველოში ვეღარ შემოვა. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა. – ამ ეტაზე რაც მოხდა, განპირობებული იყო იმით, რომ თავის დროზე არ იყო შეყვანილი სიაში. ჩვენ შევიყვანთ მას ამ სიაში და საქართველოში ვეღარ შემოვა, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა. მოსკოვის ყოფილი მერი, რომელიც […]
ვახტანგ მაისაია: „ახლანდელი პრეზიდენტი ბუტაფორიაა“
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი იქნება უმაღლესი მთავარსარდალი და ომის პერიოდში უხელმძღვანელებს სამხედრო საბჭოს, ოღონდ, სხვა პერიოდში მას ჯართან შეხება არ ექნება. ომის პერიოდში იქმნება სამხედრო საბჭო, რომელსაც პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. – უმაღლესი მთავარსარდალი არ არის მხოლოდ ომის პერიოდისთვის. უმაღლესმა მთავარსარდალმა მშვიდობიანობის დროსაც უნდა მართოს შეიარაღებული ძალები. ომი რომ დაიწყება, მაშინ ტრანსფორმაცია და […]










