პარლამენტთან დააკავეს მეანაბრეთა აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის ადვოკატი

პარლამენტთან დააკავეს მეანაბრეთა აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის ადვოკატითბილისში, პარლამენტის შენობის წინ, საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებული მეანაბრეების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, დაზარალებულთა შორის გარდაცვლილთა რაოდენობამ 12-ს მიაღწია.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად პოლიციის თანამშრომლებმა აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის ადვოკატიც დააკავეს.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო, რადგან აქციის მონაწილე შეუძლოდ გახდა.

როგორც დაზარალებულები აცხადებენ, ისინი მსვლელობას ძველი თბილისის პოლიციისკენ გამართავენ და სოლიდარობას გამოუცხადებენ იმ პირებს, ვინც განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი.

ნიუპოსტი