კატეგორია: პოლიტიკა

ლევან ალაფიშვილი: „პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა საქართველოს გაერთიანების საფუძველია“

– მმართველი პოლიტიკური ძალის ამოცანა უფრო არის ძალაუფლების კონცენტრაცია მმართველობის ყველა დონეზე და არა დემოკრატიის განვითარება. ამას ვამბობ შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:  პირველ რიგში, თვითმმართველობებისადმი დამოკიდებულება. მათი კომპეტენციის, ფინანსური შეზღუდვა და 7 მუნიციპალიტეტის ამოქმედების იდეა. მეორე, პრეზიდენტის ინსტიტუტის კომპეტენციის შეზღუდვა, შეკრეჭა. ასევე, კონსტიტუციის პროექტთან ერთად წარდგენილია განსახილველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კანონპროექტი, რომელიც მის სტატუსს აკნინებს. […]

კვირიკაშვილი ტრამპს და პენსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა. მოგვიანებით შედგა საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ვიცე-პრეზიდენტ პენსს შორის. გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება.

გია ვოლსკი: „ლუჟკოვისთვის საქართველოს კარი ღიაა, თუ დარღვევა არ აქვს ჩადენილი“

საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის უპრობლემოდ შემოსვლასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით ლუჟკოვისთვის საქართველოს კარი ღიაა, თუ მას დარღვევა არ აქვს ჩადენილი. აღნიშნული განცხადება ვოლსკიმ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას გააკეთა: – ვინც ქვეყანაში მეგობრული გულით შემოვა, ლუჟკოვი იქნება თუ ნებისმიერი სხვა უცხოელი, საქართველომ სტუმარ-მასპინძლობა იცის, მაგრამ სამწუხაროდ, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა დიდი ხანი […]

იური ლუჟკოვი: “აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩამოშორების შემდეგ, საქართველო უკეთ იგრძნობს თავს”

– ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს. ეს განცხადება საქართველოში მყოფმა მოსკოვის ყოფილმა მერმა, იური ლუჟკოვმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრისას გააკეთა. – მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს […]

ლუჟკოვი საქართველოში ლეგალური საბუთით შემოვიდა – შს მინისტრის მოადგილე

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, მესაზღვრეს არ ჰქონდა რაიმე ნიშანი იმისა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა დაედგინა. ”დანარჩენი არის დამატებითი გარკვევის საგანი. შემოვიდა ლეგალური საბუთით, რომელშიც რაიმე მონაცემი იმის შესახებ, რომ მას ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობა დარღვეული, არ იყო და შესაბამისად, […]

რამაზ საყვარელიძე: „მერის არჩევნებზე ოპოზიციიდან ყველაზე ძლიერი კანდიდატი ელისაშვილი იქნება”

– ოპოზიციიდან ყველაზე ძლიერი მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იქნება. ალეკო ელისაშვილი ძლიერი კანდიდატი იქნება სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ის არცერთ პარტიას არ წარმოადგენს და არის დამოუკიდებელი. ელისაშვილმა კარგად იცის, რა ფასი აქვს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს. ამიტომ მან უარი თქვა მიღებულ შემოთავაზებაზე. პარტიები არ აღიარებენ, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოება ყველა პარტიის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი. ამიტომ […]

„ის, რაც სააკაშვილმაც კი ვერ გაბედა, ამათ გაბედეს“ 

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა ,,განსხვავებული აქცენტების“ ეთერში გია ხუხაშვილმა. – დღევანდელი ხელისუფლება თვლის, რომ ის უნდა იყოს სულ ხელისუფლებაში და ცდილობს გამოიყენოს ყველა მეთოდი იმისათვის, რომ უზრუნველყოს თავისი მუდმივობა. თავის დროზე სააკაშვილმა შეცვალა კონსტიტუცია, იცოდა რომ შემდეგი ვადით ვეღარ მოვიდოდა და მან ძალაუფლების ცენტრი გადაიტანა პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაში. თუმცა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტი მაინც დატოვა არჩევითი, ანუ დემოკრატიული […]

ირაკლი კობახიძე: „უზენაეს სასამართლოში მინიმუმ 28 მოსამართლე იქნება“

 – კონსტიტუციაში, სასამართლო ხელისუფლების მხრივ, უამრავი ცვლილებაა შეტანილი, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობის შემდგომ განმტკიცებას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის დროს განაცხადა. კობახიძის თქმით, უზენაეს სასამართლოში დღეს მხოლოდ 13 მოსამართლე მუშაობს, რის გამოც სასამართლო გადატვირთულია. მისივე განცხადებით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა 28 იქნება. – დღეს […]

თამარ ჩუგოშვილი – რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჟენევის ფორმატი არაეფექტური ყოფილიყო

– რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჟენევის ფორმატი არაეფექტური ყოფილიყო. ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაცია სერიოზულად დაფიქრდება გაგრძელდეს თუ არა ჟენევის შეხვედრები არსებულ ფორმატში. როგორც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რუსეთის პოზიციები სრულიად აცილებულია საერთაშორისო ორგანიზაციების და ზოგადად დასავლური სამყაროს მოსაზრებებს. – რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჟენევის […]

ცოტნე ანანიძე ლევან ვარშალომიძის წინააღმდეგ

– ლევან ვარშალომიძე პოლიტიკურ ჩიხშია. ასე უპასუხა აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა ცოტნე ანანიძემ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას. მისივე თქმით, ლევან ვარშალომიძე ბათუმის მოვლენებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თავს არიდებს და არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს. – 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით, ლევან ვარშალომიძე პოლიტიკურ ჩიხშია, იგი თავისი განცხადებების პოლიტიკური ტყვეა. ბათუმის მოვლენების შემდეგ, ცდილობს ეს პოლიტიკური […]