თაკო ჩარკვიანმა თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციიდან: “თბილის-ქალაქის მერობა რომ გადაწყვიტე, აქ უნდა იყო, აქ უნდა ყოფილიყავი, მე შენ განზრახ არ დაგირეკე, ეს იყო ჩემი გამოცდა შენდამი. შენს მამას თბილის-ქალაქში 100-იანზე აქვს გამოცდა ჩაბარებული, შენ ჯერ არ ჩაგიბარებია. მინდა, რომ 30-მდე მაგრად ჩააბარო, თორემ თბილისმა 2-იანის დაწერა იცის. მე გეუბნები ამას, […]
კატეგორია: პოლიტიკა
“მძღოლის უკან უცბად დაჯდა კეპიანი მამაკაცი, რომელიც მძღოლად მივიჩნიე” – როგორ შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში
როგორ შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, ვინ დაეხმარა მესამე პრეზიდენტს და ვინ იყო ოჯახი, რომელმაც მესამე პრეზიდენტი ოჯახში შეიფარა. ბოლო დროის ყველაზე რეზონანსულ საქმე მთავარი მტკიცებულებები “ნოდარ მელაძის შაბათმა” და ჟურნალისტმა, მარიამ გაფრინდაშვილმა მოიპოვეს. გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა და მთელი ძალოვანი უწყება ადგენს, შემოვიდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ტვირთმზიდ “ვილნიუსის” ბორანით. ბორანმა “ვილნიუსმა” საქართველოს […]
კალაძე – “წლევანდელი თბილისობა გაუქმდა, მისთვის გამოყოფილი თანხა ბათუმში დაღუპულთა და დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება”
კახა კალაძემ ფეისბუქში დაწერა: “ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია. თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი. დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება. გამოყოფილი თანხა კი გადაირიცხება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა […]
“ახლა პაექრობის დრო არ არის” – ბათუმის მერობის ნაციონალმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ საარჩევნო კამპანია შეაჩერა
“ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და დაღუპულების ოჯახს უსამძიმრებს. “ჩვენს ქალაქში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. ბათუმი დაღუპულ თანამოქალაქეებს გლოვობს. ახლა, პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია. ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს. არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს […]
„დაპატიმრება ემყარებოდა ორ განაჩენს, რომელსაც მსოფლიოში არავინ ცნობს“ – სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს. მიმართვა სოციალური ქსელში სააკაშვილის პირად გვერდზე გავრცელდა. “1 ოქტომბერს დამაპატიმრეს და ციხეში ჩამსვეს. დაპატიმრება ემყარებოდა ორ განაჩენს, რომელსაც მსოფლიოში არავინ ცნობს და აგრეთვე დაკავების ორდერს ორ განსახილველ საქმეზე. საქართველოს კანონის თანახმად, მიმდინარე საქმის საფუძველზე ნებისმიერი დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს სასამართლოს. 9 დღეა არ ჩაუნიშნავთ სასამართლო სხდომა […]
ნიკოლოზ ყიფშიძე – “სააკაშვილის მდგომარეობა 2-3 დღეში დამძიმდება”
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა. როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას გააგრძელებს, მისი მდგომარეობა რამდენიმე დღეში გაუარესდება. „სააკაშვილი მხნედ არის და კარგად გრძნობს თავს. ბათუმში მომხდარ ამბავზე ნერვიულობდა ძალიან. შიმშილობას განაგრძობს და მითხრა, რომ არ დაამთავრებს. თავს კარგად გრძნობს, რომ ნახოთ ვერც შეატყობთ, რომ […]
მარგველაშვილი – “სააკაშვილი “ოცნების” პირობებში ბრალდებული ვერ იქნება”
ამ ხელისუფლების პირობებში მიხეილ სააკაშვილი ბრალდებული ვერ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ტვ პირველთან განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ნაბიჯის მნიშვნელობა საათობრივად იზრდება და მისი საკანში გამომწყვდევა “ქართული ოცნებისთვის” პრობლემის მოხსნას სრულებით არ ნიშნავს. – მე არასდროს ვყოფილვარ სააკაშვილის ან მეგობარი, ან მისი პოლიტიკის გამზიარებელი, ყოველთვის ჩვენ ვიყავით მოწინააღმდეგე ბანაკებში. მაშინაც კი, […]
სააკაშვილმა ციხეში 12 კილოგრამი დაიკლო – შიმშილობის მე-8 დღე
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველების ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რუსთავის ციხეში შიმშილობის მერვე დღეს წონაში 12 კილო დაიკლო. ადვოკატები აცხადებენ, რომ სააკაშვილი ამის მიუხედავად თავს მხნედ გრძნობს. მათივე ინფორმაციით, ციხის ადმინისტრაციამ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, დედასა და შვილებს, ორშაბათს მისი მონახულების უფლება მისცა. გარდა ამისა, ადვოკატები ელოდებიან სასამართლო პროცესის ჩანიშვნას, რათა სააკაშვილს მიეცეს საშუალება, ქართველ ხალხს მიმართოს. დღეს ველოდებით […]
რუსთავის ციხესთან აქციის მონაწილე ცუდად გახდა – პოლიციამ 4 პირი დააკავა
ამ წუთებში დაძაბულია ვითარება რუსთავში, სასჯელაღსრულების მე 12-ე დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. პოლიციამ ზვიად კუპრავა და აქციის 3 მონაწილე დააკავა. სამართალდამცველებმა არ მისცეს საშუალება აქციის მონაწილეებს, რომ კედლებზე წარწერა ,,თავისუფლება მიშას” დაეწერათ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა, რომელსაც ადგილზე სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. ტვ პირველი
“ხელისუფლებას სააკაშვილის შეწყალება მოუწევს” – მამუკა გვაძაბია
“ახალ თაობასთან” ინტერვიუში ექსპერტი მამუკა გვაძაბია ამბობს, რომ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა ძალიან მაღალ დონეზე იყო დაგეგმილი. – მიშამ ასწია დუღილის ტემპერატურა, როცა ეს მის პარტიას სჭირდებოდა. ამაში არანაირი არეულობისა და ქაოსის ელემენტები არ ყოფილა ჩადებული, ხომ ვნახეთ, პირიქით, ძალიან მშვიდად, წყნარად მოხდა ეს ყველაფერი. რუსეთის სპეცსამსახურები, კრემლი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ძალიან სერიოზულად დაინტერესდნენ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით. ამუშავდა […]










