კატეგორია: პოლიტიკა

გიორგი ტუღუში: ”ბათუმის არეულობაში ღარიბაშვილის დაჯგუფებები აქტიურობდნენ”

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრი გიორგი ტუღუში ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებას და გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ არეულობის დროს ღარიბაშვილის დაჯგუფებები აქტიურობდნენ. _ რომ გეკითხათ ხელისუფლებისთვის, კორცხელის ინციდენტიც ნაციონალური მოძრაობის მოწყობილი იყო. რაც შეეხება ბათუმის ინციდენტს,  იმედი არ მაქვს, რომ ამ ფაქტს ნორმალურად გამოიძიებენ. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათი აქტივისტები, ე.წ ღარიბაშვილის დაჯგუფებები აქტიურობდნენ, რომლებიც […]

 „ქართულ ოცნება” პრეზიდენტის  ინსტიტუტის წინააღმდეგ

მმართველი პარტიის განცხადებით, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესი არჩევა აბსოლუტურ თანხვედრაშია ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის პრინციპთან. საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პრეზიდენტის უფლებების შეკვეცა და არჩევის წესის შეცვლა კვლავ აქტიურად განიხილება. ოპოზიცია მმართველ პარტიას პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებაში ადანაშაულებს. პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი სამიზნე  სწორედ პრეზიდენტის ინტიტუტია. _ დღეს ხდება თავდასხმა იმ […]

ირაკლი აბესაძე: „სამარცხვინოა პრემიერის პოზიცია“

 _ მორიგ ჯერზე ძალიან სამარცხვინოა პრემიერ-მინისტრის პოზიცია, რომელიც ქვეყანაში ელემენტარულ რაღაცებზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს. ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას. აბესაძის თქმით, ყველამ კარგად დაინახა, როგორ სუსტად გამოიყურებოდა სახელისუფლებო რეაქცია იმ ვანდალურ ფაქტებზე, რაც ხდებოდა ბათუმში და როგორ ვერ შეძლო ხელისუფლებამ, ეფექტურად დაეცვა ადამიანების უფლებები თუ სახელმწიფო ქონება, […]

მერაბ ღოღობერიძე კახაბერ ბუხრაძის გადაყენებისთვის იბრძოლებს

_ საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე მოწმის სტატუსით ვიყავი. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “კორუფციასთან ბრძოლის” საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ ჟურნალისტებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დატოვების შემდეგ განუცხადა, სადაც შეუძლოდ გახდომის გამო, აჭარის პოლიციის სამმართველოდან გადაიყვანეს. როგორც ღოღობერიძემ განმარტა, გამოძიებას ენდობა, თუმცა აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კახა ბუხრაძის გადაყენებას ისევ ითხოვს. _ მე ვენდობი გამოძიებას და შესაბამისად, […]

ლევან ბერძენიშვილი: ”ვარშალომიძეს ოდნავი გონება რომ ჰქონოდა, მხარდამჭერ აქციას არ დააანონსებდა”

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში ბათუმში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. _ ბატონო ლევან, თქვენ, როგორც წარმოშობით ბათუმელი, როგორ აფასებთ რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებს? რეალურად რა მოხდა? _ ბათუმში ყოველთვის იყო მანქანების პარკირების პრობლემა. რაც თავი მახსოვს, ამ თვალსაზრისით ბათუმი არასდროს გამოირჩეოდა. ახლა, როგორც ჩანს, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. როგორც […]

სერგო რატიანი: „ჩვენი ხელისუფლება სრულიად უმოქმედოა”

ე.წ. ოსური და რუსული საჯარისო ფორმირებების გაერთიანების შესახებ ხელმოწერილ დოკუმენტს დეპუტატები ეხმაურებიან. ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ ის საერთაშორისო ასპარეზზე სათანადოდ არ მუშაობს. _ საერთაშორისო ზეწოლა ამ მიმართულებით არის შეჩერებული, რადგან ჩვენი ხელისუფლება არის სრულიად უმოქმედო და საქართველოს საკითხი სრულიად გამქრალია, მაშინ, როდესაც უკრაინასთან მიმართებით სანქციები არის ამოქმედებული რუსეთის წინააღმდეგ, _ განაცხადა ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, […]

„მრცხვენია შენ მაგივრად, ჩემო ოთო კახიძე”_ დაპირისპირება მელიასა და კახიძეს შორის

,,არჩევანის“ ეთერში ბათუმის მოვლენებზე საუბრისას ერთმანეთს დაუპისირპირდნენ ნიკა მელია და ოთო კახიძე. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ოთო კახიძე იმ ფრაზის გამო გააკრიტიკა, სადაც ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ აბსურდული სოლიდარობა გამოუცხადა ვანდალიზმს. _ მრცხვენია შენს მაგივრად, ჩემო ოთო კახიძე… _ მიმართა ნიკა მელიამ. მისივე თქმით, სოლიდარობას მანამდე გამოუცხადებენ მოქალაქეებს, ვიდრე ისინი კანონის ფარგლებში […]

ელისო კილაძე: „ჩემი შვილი თქვენი მძევალია, არ მეშინია” _ დავით ხარშილაძეს 8–დან 20 წელი ემუქრება

დაკავებული დავით ხარშილაძის დედა, ჟურნალისტი ელისო კილაძე შვილის დაკავებას საკუთარ საქმიანობას უკავშირებს. კილაძე აცხადებს, რომ შვილის თავისუფლების სანაცვლოდ არავის გაურიგდება. _ 8-დან 20 წელი ძალიან დიდი თავხედობაა, ბატონებო, თქვენი მხრიდან. მე მინდა ივანიშვილის ხელისუფლებას ვუთხრა, მე თქვენი არ მეშინია, „ქრონიკა+” ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას. ვიცი, რომ ჩემი შვილი არის თქვენი მძევალი. არანაირ საპროცესო გარიგებაზე, რა თქმა […]

ანა დოლიძე უმრავლესობას აკრიტიკებს _ ჩვენ მას ხელს ვუწვდით, პასუხს კი არ ვიღებთ

_ ჩვენ ვუწვდით თანამშრომლობის ხელს უმრავლესობას და ვწერთ წერილს, თუ არ გვეხმაურებიან, ეს იძლევა საშუალებას, გაკეთდეს დასკვნა, როგორ აფასებს უმრავლესობა დემოკრატიის საფუძვლებს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა მინისტრთა კაბინეტის წევრების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი არაკონსტრუქციულ განცხადებებს აკეთებს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, პრეზიდენტი საუბრობს ორი ტიპის პრობლემებზე, რომლებიც  მოსმენების შესახებ […]

გიგლა ბარამიძე: ”როცა ბათუმს არბევდნენ, რატომღაც არსად ჩანდა არც ბათუმის მერი და არც ვიცე-მერი”

რატომ ითრევს ფეხს ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენაზე, რა მოხდა სინამდვილეში ბათუმში, სად გაუჩინარდა ადგილობრივი ხელისუფლება, უნდა ველოდოთ თუ არა მსგავს არეულობებს საქართველოს სხვა რეგიონებში? _ ამ თემებზე ”ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება. _ ექსპერტების დიდი ნაწილი გაზაფხულიდან სოციალურ აფეთქებას ვარაუდობდა. ბევრი მათგანი სწორედ ამის გამოვლინებად მიიჩნევს 11-12 მარტის ბათუმის მოვლენებს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? […]