მექრთამეებს არც ბოდიშს ვუხდი და არც 20 500 ლარი მაქვს მათთვის გადასახდელი, რომც მქონდეს ეკა ბესელიას არაფერს გადავუხდიდი, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მის მიმართ ეკა ბესელიას სარჩელის შეფასებისას განუცხადა. ელისაშვილის თქმით, ის ბოლომდე ეცდება თავისი სიმართლის დამტკიცებას და თუ საქალაქო სასამართლო მისთვის არასასურველ გადაწყვეტილებას გამოიტანს, ის ზედა ინსტანციებში გაასაჩივრებს. _ […]
კატეგორია: პოლიტიკა
ირაკლი ჩხვირკია: “ენმ-ს ოფიციალური წევრი არასოდეს ვყოფილვარ “
ირაკლი ჩხვირკია, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს პარტიიდან გარიცხა, ამ ფაქტს ფეისბუკზე გამოეხმაურა. როგორც ჩხვირკია წერს, ის პარტიის ოფიციალური წევრი არც არასდროს ყოფილა. _ ყველას პირადში ვერ გიპასუხებთ. ვადასტურებ, რომ გამრიცხეს, მაგრამ ალბათ უფრო გამემიჯნენ, რადგან არასოდეს ვყოფილვარ პარტიის ოფიციალური წევრი და არც რაიმე პარტიული თანამდებობა მქონია! გამრიცხეს მხარდამჭერთა რიგებიდან. _ ვრჩები საქართველოს ერთგულ ჯარისკაცად და ქართული ოცნების […]
ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმში გაკეთებული განცხადებების გამო ირაკლი ჩხვირკია პარტიიდან გარიცხა
ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო ირაკლი ჩხვირკია პარტიიდან გარიცხა. როგორც ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ირაკლი ჩხირკვიას მიერ ბათუმის მოვლენებისას გაკეთებული განცხადებები პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა. _ ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარტიასთან შეუთანხმებლად ირაკლი ჩხვირკიას მიერ გაკეთდა არაერთი განცხადება და ქმედება, რომელიც არ გამოხატავდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიციას. მეტიც, მისი ქმედებები […]
სუს-ის თანამშრომლის ოჯახი: ბათუმში დაპირისპირების მიზეზი ძალოვან უწყებებს შორის უთანხმოება იყო?
სუს-ის თანამშრომლის, ამირან ყიფიანის, ოჯახში არ გამორიცხავენ, რომ ბათუმში მომხდარი დაპირისპირების მიზეზი ძალოვან უწყებებს შორის უთანხმოება გამხდარიყო. სუს-ის თანამშრომლის,ოჯახში ამბობენ, რომ ამირან ყიფიანის ძმა რამდენიმე დღის წინ საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. კამათის შემდეგ ყიფიანის ძმა დააკავეს. ოჯახში ამბობენ, რომ მათ დაპირისპირების ამსახველი მასალაც გააჩნიათ. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
კალაძეს პარლამენტში იბარებენ
საპარლამენტო უმცირესობა ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს პარლამენტში კვლავ იბარებს. როგორც ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი წერეთელმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საქმე ინსტიტუციურ დავაში გადაიზარდა. _ იმედი მაქვს, რომ ჩვენ მაინც შევძლებთ პოლიტიკურ დისკუსიას პარლამენტში, უკვე რამდენი ხანია ვცდილობთ შევხვდეთ ენერგეტიკის მინისტრს. ამ დღეებში მან გააკეთა განცხადება და მუსირებს საკითხი, რომ შეიძლება გაძვირდეს გაზის ტარიფი. მითუმეტეს, […]
ბათუმის მერი: „ზარალი 150 ათას ლარამდე აღწევს“
_ ბათუმში 11-12 მარტს გამართულ საპროტესტო აქციის შედეგად მიყენებული ზარალი 150 ათას ლარამდე აღწევს. ამის შესახებ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ბრიფინგზე განაცხდა. როგორც იგი აცხადებს, მერიამ საკუთარი ძალებით სხვადასხვა ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა. როგორც გიორგი ერმაკოვი ამბობს, აქციის შედეგად ზარალის ოდენობა 150 ათას ლარამდე აღწევს, საჭიროების შემთხვევაში, უწყება აჭარის მთავრობას დახმარებას სთხოვს. _ ყველაზე დიდი […]
ნიკა მელია: „არჩილ თალაკვაძე ერთი უტიფარი პოლიტიკოსია“
_ ბატონი თალაკვაძე ერთი უტიფარი პოლიტიკოსია უსირცხვილო პოლიტიკური გაერთიანების რიგებში. ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ „გუშინ დასრულდა დრო, როცა ნაციონალური მოძრაობა თავს ასაღებდა ოპონენტ პარტიად და გადაიქცა ქვებით შეიარაღებულ რადიკალურ ჯგუფად“. როგორც ნიკა მელიამ ინტერპრესნიუსთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის უპასუხისმგებლო პოლიტიკური გუნდის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის განცხადება. […]
ოთარ კახიძე: “ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილის კლანი პოლიციის ხელმძღვანელობას დაუპირისპირდა”
_ ხელისუფლებამ ბათუმის აქციის ორგანიზატორები ხელისუფლების შიგნით _ თავიანთ ზონდერ დაჯგუფებებში უნდა მოიკითხოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ განუცხადა. კერძოდ, კახიძის აზრით, ხელისუფლებამ უნდა გააკვიოს, რატომ არის ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილის კლანსა და პოლიციის დღევანდელ ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირება. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მკაფიოდ გამოჩნა, რომ ბათუმში აქცია ორგანიზებული იყო და “სუს-ის […]
არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობა ქვებით შეიარაღებული ჯგუფია“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ დასრულდა დრო, როდესაც ნაციონალური მოძრაობა „ქართული ოცნების“ ოპონენტად თავს ასაღებდა. _ შეკითხვებს უკვე ვსვამთ ჩვენ და მათ უნდა უპასუხონ ამ შეკითხვებს. მე ვფიქრობ, გუშინ დასრულდა დრო, როდესაც ნაციონალური მოძრაობა თავს ასაღებდა ჩვენს ოპონენტ და კონკურენტ პარტიად. ბათუმის მოვლენების შემდეგ ისინი გადაიქცნენ ქვებით შეიარაღებულ რადიკალურ ჯგუფად. გახსოვთ, მათ სოლიდარობაც […]
ნაციონალური მოძრაობა: ”ბათუმის დარბევის უკან იკვეთება სუს-ის და ასლანის ნარჩენების ხელი”
ნაციონალური მოძრაობის ოფისში ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ ბრიფინგი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა გამართა, რომელმაც მომხდარში პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. _ ქვეყანაში არის უსამართლობის უზარმაზარი განცდა, არის ტოტალური უიმედობა, უპერსპექტივობის განცდა, რისი შედეგიც არის ის, რომ ასეთი უბრალო, საყოფაცხოვრებო ინციდენტი გადაიზარდა სახალხო პროტესტში. ადამიანთა პროტესტს რაც შემდეგ მოჰყვა, არის ძალიან უცნაური და ბადებს ძალიან ბევრ კითხვას. უცებ […]










