,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრი გიორგი ტუღუში ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებას და გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ არეულობის დროს ღარიბაშვილის დაჯგუფებები აქტიურობდნენ.
_ რომ გეკითხათ ხელისუფლებისთვის, კორცხელის ინციდენტიც ნაციონალური მოძრაობის მოწყობილი იყო. რაც შეეხება ბათუმის ინციდენტს, იმედი არ მაქვს, რომ ამ ფაქტს ნორმალურად გამოიძიებენ. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათი აქტივისტები, ე.წ ღარიბაშვილის დაჯგუფებები აქტიურობდნენ, რომლებიც ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს ატერორებდნენ და სხვადასხვა უკანონო აქციებს აწყობდნენ, ახლა აქ ამოყვეს თავი და შესაბამისად, არანაირი იმედი, რომ გამოიძიებენ არ მაქვს.
ამავდროულად, ძალიან სამწუხაროა, რომ კვირიკაშვილს თუნდაც ირიბი საფუძველი მიეცა ოპოზიციის გარკვეული არასწორი მოქმედებების გამო, რომ ამ საკითხზე ელაპარაკა და საშუალება მისცემოდა, თითი ვინმესკენ გაეშვირა, _ განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

