სპეცოპერაცია თბილისსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში – სულ დაკავებულია 10 პირი, ყველა მათგანს ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან. ბრალს არცერთი დაკავებული არ აღიარებს. თბილისში, სპეცოპერაცია ხვედელიანის ქუჩაზე ჩატარდა, სახლი პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, თეიმურაზ ჟორჟოლიანის ოჯახს ეკუთვნის. “მთავარი არხის” ინფორმაციით, დაკავებულებს შორის მისი შვილი, ბექა ჟორჟოლიანიცაა. ახლობლების თქმით, გაუგებარია რატომ უნდა ედავებოდეს შსს-ს ჟორჟოლიანს ქურდულ სამყაროსთან კავშირს. […]
კატეგორია: სამართალი
ვაზიანის სამხედრო დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა
არსებული ინფორმაციით, ვაზიანის სამხედრო დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა. როგორც ადგილობრივი „ინტერპრესნიუსთან” აცხადებს, კაცმა ცოლს და სიდედრს ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა სავარაუდოდ, გუშინ გვიან ღამით მოხდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.
12 წლის გოგონა, რომელიც ძმამ დაჭრა, გარდაიცვალა
მოზარდი, რომელიც ძმამ პნევმატური თოფით დაჭრა, გარდაიცვალა. შემთხვევა ნოემბრის დასაწყისში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მოხდა. 12 წლის გოგონა, ძმამ პნევმატური იარაღიდან შემთხვევითი გასროლით, თავის არეში დაჭრა. არასრულწლოვანი, თავდაპირველად, გურჯაანში, “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ის, ამ დრომდე, იაშვილის სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების განმარტებით, სროლა, სავარაუდოდ ახლო მანძილიდან განხორციელდა, რის გამოც მიყენებული […]
ქობულეთში 3 პირის დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
ქობულეთში 3 ადამიანის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. თვითმხილველის ცნობით, ინციდენტამდე მამაკაცები სატვირთო ავტომანქანას მანდარინით ტვირთავდნენ.
უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი გამოვლინდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი, რაზედაც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 26 პირი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების პროცესში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში […]
ქობულეთში 3 მამაკაცი დაჭრეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარაში ქუჩური გარჩევის დროს, ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცებს შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა. შემთხვევის დროს ცივი იარაღით რამდენიმე პირი დაჭრეს. ქობულეთის “ევექსის” ჰოსპიტლის დირექტორის განცხადებით, სამი დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში ნახევარი საათის წინ შეიყვანეს, რომლებსაც დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში აღენიშნებათ. მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, დაპირისპირება ციტრუსის ჩაბარების საკითხს მოჰყვა.
თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობა კრიპტოვალუტასა და ქოლცენტრებთანაა კავშირში
ახალი სკანდალური დეტალები თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის საქმეში – აღმოჩენილია ანონიმური წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ შესაძლოა, 23 წლის პროგრამისტის მკვლელობა კრიპტოვალუტებთან და ე.წ. ქოლცენტრებთან იყოს დაკავშირებული. ირკვევა, რომ წერილი დაუდგენელმა ადამიანმა ბაჩალიაშვილის სახლთან მდებარე მაღაზიაში დატოვა და ის “პირველებს” გარდაცვლილი გოგონას ოჯახმა გადასცა. წერილში სქემაა აღწერილი, ვის და რის გამო შეიძლება, მოეკლა აიტი ტექნოლოგიების ახალგაზრდა სპეციალისტი. ტვ […]
მარიამ კუბლაშვილი – “შეძრწუნებული ვარ… ” – ვაკეში ნინი ღვინიაშვილი აივნიდან გადავარდა
თბილისში, ვაკეში ახალგაზრდა გოგო კორპუსის აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. გარდაცვლილი ახალგაზრდა, ადვოკატი ნინი ღვინიაშვილია. ინფორმაციას „მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი“ ავრცელებს, სადაც გარდაცვლილი სტაჟირებას გადიოდა. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ჩემი გუნდის სახელით ჩემი სტაჟიორის ადაპტაციის პროგრამის ფარგლებში, მომავალი ადვოკატის – ნინი ღვინიაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. შეძრწუნებული ვარ ამ ტრაგედიით და დიდხანს გააზრება გამიჭირდება. ნინიმ სწორედ ჩემი რჩევით […]
ახალქალაქში ციხიდან გამოსულმა მამაკაცმა ყოფილი ცოლი და 3 ადამიანი დაჭრა
სისხლიანი ანგარიშსწორება ახალქალაქში – მამაკაცმა ოჯახის წევრები და ახლობლები ცივი იარაღით დაჭრა, მათ შორის დაჭრილია 10 თვის ჩვილიც. ბავშვს ჭრილობა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. სისხლიანი დაპირისპირება გუშინ ღამით მოხდა. მძიმეა სიმამრის, სიდედრის და რძლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათ მრავლობითი ჭრილობები აქვთ მიყენებული. მათგან 2 თბილისის კლინიკაშია გადმოყვანილი. ციხიდან გათავისუფლებული პატიმარი ყოფილი ცოლის ოჯახში შურისძიების მიზნით შეიჭრა. […]
ახალქალაქში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე, 8 თვის ბავშვი და 2 ადამიანი დაჭრა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარში მამაკაცმა ოთხი ადამიანი დაჭრა, მათ შორის ყოფილი მეუღლე და 8 თვის ბავშვი. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. დაჭრის ფაქტზე პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.








