ქობულეთში 3 პირის დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

ქობულეთში 3 პირის დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავესქობულეთში 3 ადამიანის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

თვითმხილველის ცნობით, ინციდენტამდე მამაკაცები სატვირთო ავტომანქანას მანდარინით ტვირთავდნენ.