ახალქალაქში ციხიდან გამოსულმა მამაკაცმა ყოფილი ცოლი და 3 ადამიანი დაჭრა

ახალქალაქში ციხიდან გამოსულმა მამაკაცმა ყოფილი ცოლი და 3 ადამიანი დაჭრასისხლიანი ანგარიშსწორება ახალქალაქში – მამაკაცმა ოჯახის წევრები და ახლობლები ცივი იარაღით დაჭრა, მათ შორის დაჭრილია 10 თვის ჩვილიც. ბავშვს ჭრილობა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული.

სისხლიანი დაპირისპირება გუშინ ღამით მოხდა. მძიმეა სიმამრის, სიდედრის და რძლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათ მრავლობითი ჭრილობები აქვთ მიყენებული. მათგან 2 თბილისის კლინიკაშია გადმოყვანილი.

ციხიდან გათავისუფლებული პატიმარი ყოფილი ცოლის ოჯახში შურისძიების მიზნით შეიჭრა.

ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი ქალი, 32 წლის ოსან ქურდოღლიანი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ის “პირველებთან” მომხდარზე ყვება და ამბობს, რომ მეუღლის ერთი წლის წინ დაშორდა. მისი თქმით, ყოფილ მეუღლეს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

– ბავშვების სანახავად იყო მოსული, წაიყვანა მაღაზიაში და ტკბილეული უყიდა. ნასვამი იყო და უცებ, არ ვიცი, რა დაემართა. ჩემი ორივე შვილი ძლივს გადაურჩა დაჭრას. ჩემი მშობლები კი მძიმედ არიან დაჭრილები. დაჭრილია ასევე ჩემი ძმის ცოლი და მისი ათი თვის ჩვილი. ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. შური იძია იმის გამო, რომ მამაჩემმა ადრე ჩემზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო უჩივლა პოლიციაში და ციხეში იჯდა. ახლა გამოსულია და თუ არ უმკურნალებენ და ისევ გამოუშვებენ, ისევ იგივეს იზამს, – ამბობს ბრალდებულის მეუღლე.
მომხდარის შემდეგ 42 წლის სასურ მარტიროსიანმა სახის არეში თვიდაზიანებები მიიყენა, რის შემდეგაც კლინიკას თავადვე მიმართა. სამართალდამცველებმა ის სწორედ კლინიკაში დააკავეს.

ტვ პირველი