ახალქალაქში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე, 8 თვის ბავშვი და 2 ადამიანი დაჭრა

ახალქალაქში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე, 8 თვის ბავშვი და 2 ადამიანი დაჭრაახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარში მამაკაცმა ოთხი ადამიანი დაჭრა, მათ შორის ყოფილი მეუღლე და 8 თვის ბავშვი. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.

დაჭრის ფაქტზე პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.