12 წლის გოგონა, რომელიც ძმამ დაჭრა, გარდაიცვალა

12 წლის გოგონა, რომელიც ძმამ დაჭრა, გარდაიცვალამოზარდი, რომელიც ძმამ პნევმატური თოფით დაჭრა, გარდაიცვალა.

შემთხვევა ნოემბრის დასაწყისში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მოხდა.

12 წლის გოგონა, ძმამ პნევმატური იარაღიდან შემთხვევითი  გასროლით, თავის არეში დაჭრა.

არასრულწლოვანი,  თავდაპირველად, გურჯაანში, “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ის, ამ დრომდე,  იაშვილის  სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ექიმების განმარტებით, სროლა, სავარაუდოდ ახლო მანძილიდან განხორციელდა, რის გამოც  მიყენებული დაზიანება მძიმე იყო.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, კახეთში პნევმატური იარღით მოზარდის დაზიანების უკვე მეორე ფაქტია.

აგვისტოში,  თელავში, მეგობრებმა დაზიანება 12 წლის მოზარდს მიაყენეს.

მთავარი