კატეგორია: სამართალი

სუსი – “მარნეულში სუსის თანამშრომლის ბინა გაქურდეს”

გომელაურმა სუსის რეგიონული ხელმძღვანელები შეცვალა

ინფორმაცია, რომ სუს-ის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. როგორც უწყება განმარტავს, გაქურდულია სუს-ის ქვემო ქართლის რეგიონალური დანაყოფის თანამშრომლის ოჯახის სახლი. „გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტის შესახებ. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე სრული […]

ადვოკატი თოდუა – “13 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტი 53 წლის ბაბუის მიერ ექსპერტიზამ ვერ დაადგინა”

"იულია სუსლიაკს მე-11 ბავშვი აბაზანაში დაეხრჩო" - რას ამბობს ადვოკატი თოდუა

13 წლის ბავშვის ჩვენების თანახმად, 53 წლის ბაბუა 5 წლის განმავლობაში მასზე სექსუალურად სისტემატიურად ძალადობდა. მიუხედავად უმძიმესი ბრალდებებისა, დაკავებულის ადვოკატი, ზურაბ თოდუა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ეს „ყველაფერი ზღაპარია“ და რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბაბუა ბავშვების დედისგან შურისძიების მსხვერპლია. „დედის ჩვენების მიხედვით, 2021 წლის 10 ოქტომბერს, საღამოს საათებში, როცა სახლში იმყოფებოდა და ტელევიზორს უყურებდა, […]

სუსის მაღალჩინოსანი გაქურდეს

სუსის მაღალჩინოსანი გაქურდეს

სუს-ის ქვემო ქართლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ჯონი მინაძე გაქურდეს.  მოპარულია მეხსიერების ბარათები, სადაც ე.წ. საიდუმლო ფაილები ინახებოდა. ელექტრონული მოწყობილობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანს სახლიდან მოპარეს. ასევე წაღებულია ტაბელური იარაღი,  ოქროულობა, ფული. შემთხვევა მარნეულში  მოხდა. ჯონი მინაძესთან გასაუბრება “პირველებმა” სცადა, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა. მინაძის მეზობლები ადასტურებენ, რომ შემთხვევა დღისით მოხდა და პოლიციამ დამნაშავის დაკავება ვერ […]

ბათუმში ძმებზე თავდასხმისთვის რ.გ. თბილისში დააკავეს

ბათუმში ძმებზე თავდასხმისთვის რ.გ. თბილისში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში მომხდარ განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, ძებნილი პირი – 1974 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, ღამით, ბათუმში, მეზობლად მცხოვრებ ძმებს – 1972 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს და 1964 წელს დაბადებულ […]

სიკვდილი ძილში – თბილისში ახალგაზრდა დები ფენტალინით გარდაიცვალნენ

სიკვდილი ძილში - თბილისში ახალგაზრდა დები ფენტალინით გარდაიცვალნენ

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, დაბინძურებული სინთეტიკური ნარკოტიკით ორი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, ერთი კაცის მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა. შემთხვევა თბილისში მოხდა. გარდაცვლილები დები არიან. შაბათის ფორმულა, ოჯახის თხოვნით, გარდაცვლილების ვინაობას არ ახმაურებს, თუმცა ოფიციალურად უკვე ცნობილია და ექსპერტიზამაც დაასკვნა, რომ ახალგაზრდა დები ე.წ. სასიკვდილო ნარკოტიკით, ფენტალინით,  დაიღუპნენ. ნარკოტიკი მათმა 35 წლის მეგობარმა შეიძინა. ფენტალინი სუნთქვის გაჩერებას და შედეგ სიკვდილს იწვევს. […]

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული დუმილს არღვევს

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული დუმილს არღვევს

“ჩემ­თვის არა­სო­დეს არა­ვის არა­ფე­რი და­უკ­ვე­თავს” – ეს არის 21 წლის ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი აკო ჭე­ლი­ძის სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც “კუ­რი­ერს” მის­მა ად­ვო­კატ­მა გად­მოს­ცა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. მათივე ცნო­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას. “აბ­სო­ლუ­ტუ­რი გულ­წრფე­ლო­ბით ვი­ზი­ა­რებ ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას ოჯა­ხის და ახ­ლობ­ლე­ბის ტკი­ვილს. რაც შე­ე­ხე­ბა აკო ჭე­ლი­ძეს, ვი­მე­ო­რებ მის პო­ზი­ცი­ას, რომ მისი თქმით, არა­სო­დეს არა­ვის მის­თვის […]

სულხან მოლაშვილის ძმა – “2 საათზე გელოდებით რუსთავის ციხესთან, სადაც სააკაშვილი ზის”

სულხან მოლაშვილის ძმა - "2 საათზე გელოდებით რუსთავის ციხესთან, სადაც სააკაშვილი ზის"

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დღეს საპროტესტო აქცია იგეგმება, თუმცა ამ შემთხვევაში არა სააკაშვილის მომხრეები, არამედ მოწინააღმდეგეები შეიკრიბებიან. უკვე გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს. სულხან მოლაშვილის ძმა აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა ძალიან მალე დაივიწყა უახლესი ისტორია. “2 ზე რუსთავში ჩამოდით ციხესთან, სადაც სააკაშვილია და იქ განახებთ ნამდვილი პოლიტპატიმრები ვინ […]

რუსთავის ციხეში დაღუპული პატიმრები რომან ქრისტესიაშვილი და ილია ხიპაშვილი სამეურნეო ნაწილში მუშაობდნენ

რუსთავის ციხეში დაღუპული პატიმრები რომან ქრისტესიაშვილი და ილია ხიპაშვილი სამეურნეო ნაწილში მუშაობდნენ

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული პატიმრები საპატიმროს სამეურნეო ნაწილში იყვნენ დასაქმებული. ამასთან, როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ხანძრის შედეგად დაშავდა პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანიის რამდენიმე თანამშრომელიც, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, პენიტენციური სამსახურის ცნობით, ეს ჯერჯერობით დაუდგენელია. „სპეციალური პენიტენციური სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო […]

რუსთავის ციხეში ხანძარს 2 პატიმარი ემსხვერპლა

რუსთავის ციხეში ხანძარს 2 პატიმარი ემსხვერპლა

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. როგორც „ინტერპესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილია ორი ადამიანი. უწყების განმარტებით, დაღუპულები პატიმრები არიან. ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც ხანძრის შედეგად დაიღუპა, სამზარეულოში იყო დასაქმებული. რაც შეეხება მეორე დაღუპულს,  ის სწორედ სამზარეულოში მყოფი პატიმრის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა გამოსვლა ვერც მან შეძლო. გარდაცვლილები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ცნობისთვის, სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ხანძარი […]

“რუსთავის ციხეში ბუნტი არ არის” – პენიტენციური სამსახურის განცხადება

"რუსთავის ციხეში ბუნტი არ არის" - პენიტენციური სამსახურის განცხადება

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსთავის N 17 პენიტენციურ დაწესებულებაში არის ბუნტი და პატიმრებს გამოკეტილი ჰყავთ დაცვა. ეს არის სრული სიცრუე და იმ ბინძური დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, – ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხანძრის გამო, რომლის ლოკალიზების პროცესიც თითქმის დასრულებულია, პენიტენციურ დაწესებულებას, […]