სიკვდილი ძილში – თბილისში ახალგაზრდა დები ფენტალინით გარდაიცვალნენ

სიკვდილი ძილში - თბილისში ახალგაზრდა დები ფენტალინით გარდაიცვალნენშაბათის ფორმულას ინფორმაციით, დაბინძურებული სინთეტიკური ნარკოტიკით ორი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, ერთი კაცის მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა. შემთხვევა თბილისში მოხდა. გარდაცვლილები დები არიან.

შაბათის ფორმულა, ოჯახის თხოვნით, გარდაცვლილების ვინაობას არ ახმაურებს, თუმცა ოფიციალურად უკვე ცნობილია და ექსპერტიზამაც დაასკვნა, რომ ახალგაზრდა დები ე.წ. სასიკვდილო ნარკოტიკით, ფენტალინით,  დაიღუპნენ.

ნარკოტიკი მათმა 35 წლის მეგობარმა შეიძინა. ფენტალინი სუნთქვის გაჩერებას და შედეგ სიკვდილს იწვევს. მეგობარმა კაცმა დების გარდაცვალების შემზარავი ამბავი რამდენიმე დღის წინ, კომიდან გამოსვლის შემდეგ შეიტყო.

სიკვდილი ძილში – ასე ახასიათებენ ფენტანილით გარდაცვალებას. სწორედ ეს სასიკვდილო ნივთიერება აღმოჩნდა კიდევ ორი ორი მეგობრის ნარკოტიკში, რომლებმაც MDMA საიტიდან შეიძინეს. კლუბში გასართობად წასულებმა, გონება რიგ-რიგობით დაკარგეს და რამდენიმე საათის განმავლობაში სიცოცხლისთვის ბრძოლა მოუწიათ.

სახელმწიფოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო ყოველწლიურად უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება კუსტარულად უკანონო ლაბორატორიებში, სარდაფებში დამზადებულ მკვლელ ნარკოტიკს. ნარკოტიკული საშუალებებს გაბევრების გამო ფენტანილს ამატებენ, რომლის შერევის დროსაც გადამწყვეტია დოზირება და ნივთიერების თანაბრად გადანაწილება.

ზედოზირების დროს გადარჩენისთვის აუცილებელი მედიკამენტი – ნარკანი, რომელიც საქართველოში ნარკომომხმარებლებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი არ არის. გაიცემა მხოლოდ რეცეპტით, თბილისის მასშტაბით მხოლოდ ერთ აფთიაქში.

ნარკოლოგისთვის გაუგებარია, რატომაა რეცეპტის გამოწერის აუცილებლობა მაშინ, როდესაც ნარკოტიკით ინტოქსიკაციის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

ფორმულა