სუსი – “მარნეულში სუსის თანამშრომლის ბინა გაქურდეს”

სუსი - "მარნეულში სუსის თანამშრომლის ბინა გაქურდეს"ინფორმაცია, რომ სუს-ის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყება განმარტავს, გაქურდულია სუს-ის ქვემო ქართლის რეგიონალური დანაყოფის თანამშრომლის ოჯახის სახლი.

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე სრული სიცრუეა თითქოს ქურდობისას სახლიდან გაქრა სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი.

გაქურდულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონალური დანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახის კუთვნილი სახლი. საცხოვრებელი სახლიდან წაღებულია საოჯახო ნივთები.

ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.