შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 3 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ქ. (მეტსახელად „დათო ტბილისკი“), 1961 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ლ. და 1978 წელს დაბადებული ი.კ. კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, […]
კატეგორია: სამართალი
როგორ გადასცა ფოთის პორტი ივანიშვილმა გაკოტრებულ ჩინურ კომპანიას
ბიძინა ივანიშვილის საეჭვო კავშირები ჩინურ კომპანიებთან ,,სამოქალაქო იდეის” მიერ გამოცემულ მე-8 ანგარიშში მოხვდა. დოკუმენტში საუბარია ივანიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის საეჭვო კავშირებზე კრიმინალურ სკანდალებში გახვეულ, გაკოტრების პირას მყოფ ჩინურ კომპანიასთან. ,,სამოქალაქო იდეის” მიერ გაშიფრული სქემაში ნათლად ჩანს, როგორ გააფორმა ივანიშვილმა გაკოტრების პირას მდგომ ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება და როგორ გადასცა მათ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. თინა ხიდაშელი, […]
ოქრუაშვილის და ადეიშვილის საქმეზე პოლიციელი შოთა ჯაფარიძე დაიკითხა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე პროცესი გაიმართა, სადაც პროკურატურის მოწმე, პოლიციელი შოთა ჯაფარიძე დაიკითხა. სხდომაზე მოწმემ გაიხსენა 2004 წლის 23 ნოემბრის ღამით მომხდარი მკვლელობის დეტალები. როგორც მან აღნიშნა, იმ ღამით, წერეთელზე, პანთეონთან საპატრულო პოლიცის ეკიპაჟმა დახმარების სახით დამატებითი ეკიპაჟი გამოიძახა, ადგილზე მისულებს დახვდათ გაჩერებული ბმვ-ს მარკის ავტომანქანა, სადაც მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები. როგორც შოთა ჯაფარიძემ […]
21 წლის ა.ბ-მ ფეისბუქის მეშვეობით 100.000 ლარი მოიპარა
თბილისში თაბორის მონასტრის მღვდლის, მამა იოანე ცუხიშვილის ფეისბუქის გატეხვისა და მისი სახელით თანხების მითვისების, ასევე სხვა დანაშაულთა გამო, 21 წლის ა.ბ. დააკავეს „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში უნებართვოდ შეაღწია 3 მოქალაქის ფეისბუქის გვერდებზე. ა.ბ. დაუკავშირდა მათ ფეისბუქის მეგობრებს, რომლებიც შეცდომაში შეიყვანა, მოტყუებით გამოართვა ბანკის პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტ ბანკის „სმს“ […]
პოლონეთში ქართველი მძღოლი დააკავეს – მას არალეგალები გადაჰყავდა
პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მიკროავტობუსით ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალები გადაჰყავდა. 42 წლის ქართველ მამაკაცს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. ირკვევა, რომ მძღოლი პოლიციელების მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაქცევა სცადა, რის შემდეგაც მიკროავტობუსს სამართალდამცველებმა საბურავებში ესროლეს. ქართველი მძღოლის მართვის ქვეშ მყოფ მიკროავტობუსში პოლიციის ოფიცრებმა 12 არალეგალი აღმოაჩინეს, რომლებიც ძირითადად თურქეთის და ერაყის მოქალაქეები არიან. დაკავებულს 10 […]
შიდა ქართლში 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს
უმძიმესი დანაშაული ქართლში – 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით 53 წლის მამაკაცი დააკავეს. “ტვ პირველის “ინფორმაციით ბაბუა შვილიშვილზე სექსუალურად სისტემატიურად, წლების განმავლობაში ძალადობდა. მოძალადის კვალზე კი პოლიცია მას შემდეგ გავიდა რაც არასრულწლოვანი სექსუალური ძალადობის შემდეგ სკოლაში შეუძლოდ გახდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. 13 წლის ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩება, ბაბუა კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია […]
“დაჩი სიანაიძე საქართველოს მოქალაქეს 16.000 დოლარად აშშ-ში გამგზავრებას დაპირდა” – დაკავების ახალი დეტალები
შინაგან საქმეთა სამინისტრო დუშეთში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც აშშ-სა და კანადაში საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ბრალდებით დაჩი სიანაიძე დააკავეს, ინფორმაციას ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყანაში […]
დააკავეს დაჩი სიანაიძე – მას საქართველოს მოქალაქეები პოლონეთიდან აშშ-ში გადაჰყავდა
სპეცოპერაცია დუშეთში – “ტვ პირველის” ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ ამერიკის ვიზებს უკანონო დამზადების ბრალდებით 35 წლის დაჩი სიანაიძე დააკავა. “პირველებმა” გაარკვია, რომ სიანაძე 1.000 ევროს სანაცვლოდ უწევდა ორგანიზებას სქემას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადადიოდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ იღებდნენ ვიზას. თავდაპირველად სიანაიძეს საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში გადაჰყავდა, საიდანაც მექსიკის საზღვრის გავლით ხდებოდა საქართველოს მოქალაქეების […]
სპეცოპერაცია დუშეთში – დააკავეს პირი, რომელიც ამერიკის ვიზებს ამზადებდა
გორში ტომას კენედის მკვლელობისთვის დაკავებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა
გორის რაიონულმა სასამართლომ ბრიტანელი ტურისტის, ტომას კენედის, მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რასაც დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. დაკავებულებიდან ოთხს განზრახ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან ერთად, ძარცვას ედავებიან, ხოლო ერთს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას. პროცესზე მათ […]









