შიდა ქართლში 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს

შიდა ქართლში 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავესუმძიმესი დანაშაული ქართლში – 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით 53 წლის მამაკაცი დააკავეს.

“ტვ პირველის “ინფორმაციით ბაბუა შვილიშვილზე სექსუალურად სისტემატიურად, წლების განმავლობაში ძალადობდა.

მოძალადის კვალზე კი პოლიცია მას შემდეგ გავიდა რაც არასრულწლოვანი სექსუალური ძალადობის შემდეგ სკოლაში  შეუძლოდ გახდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

13 წლის ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩება, ბაბუა კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მას შემდეგ რაც კაცმა გაიგო, რაც არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ დედას უამბო, მიმალვა სცადა. 53 წლის კაცი თბილისში დააკავეს.

სოფელში, სადაც ბრალდებული ცხოვრობს, ამბობენ, რომ კაცს შვილიშვილებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მომხდარის გაგების შემდეგ კი მეზობლები შოკში არიან.

ტვ. პირველი