როგორ გადასცა ფოთის პორტი ივანიშვილმა გაკოტრებულ ჩინურ კომპანიას

როგორ გადასცა ფოთის პორტი ივანიშვილმა გაკოტრებულ ჩინურ კომპანიასბიძინა ივანიშვილის საეჭვო კავშირები ჩინურ კომპანიებთან ,,სამოქალაქო იდეის” მიერ გამოცემულ მე-8 ანგარიშში მოხვდა.

დოკუმენტში საუბარია ივანიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის საეჭვო კავშირებზე კრიმინალურ სკანდალებში გახვეულ, გაკოტრების პირას მყოფ ჩინურ კომპანიასთან.

,,სამოქალაქო იდეის” მიერ გაშიფრული სქემაში ნათლად ჩანს, როგორ გააფორმა ივანიშვილმა გაკოტრების პირას მდგომ ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება და როგორ გადასცა მათ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.

თინა ხიდაშელი, რომელიც უკვე წლებია, ჩინურ კომპანიებთან მუშაობს, აცხადებს, რომ ივანიშვილმა და ჩხარტიშვილმა გაკოტრებულ კომპანიას საგადასახადო სამოთხე შეუქმნეს.

– ერთმნიშვნელოვნად იკვეთება ჩხარტიშვილის როლი ამ სქემაში, ეს საბუთებშიც ნათლად ჩანს, მაგრამ მხოლოდ მხოლოდ ჩხარტიშვილისთვის ქვეყნის 3 პრემიერი რისკზე არ წავიდოდა. ამიტომაც ჩვენ ვამბობდით, რომ ამ ოფშორული კომპანიების უკან იკვეთება ბიძინა ივანიშვილის ფიგურა.

2016 წელს პრემიერმა კვირიკაშვილმა ჩინურ კომპანიას გადასცა ფოთის ინდუსტრიული ზონის 75%, ოღონდ მაშინ ყველამ იცოდა, რომ აღნიშნული კომპანია გაკოტრების პირას იმყოფებოდა. ამ ადგილებს საგადასახადო სამოთხე ჰქვია, რადგან აქ არანაირი საგადასახდო ვალდებულება კომპანიას სახელმწიფოსთან არ აქვს, – აცხადებს ,,სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელი, თინა ხიდაშელი.
ბიძინა ივანიშვილის დამალული ქონება “პანდორას ფურცლებში” აღმოჩნდა, მათ შორის არის გასაიდუმლოებული წილი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.

ტვ პირველი