პარიზის პოლიციამ ვალ-დე-მარნში დააკავა ბინების მძარცველი, 30 წლის ქართველი მამაკაცი, სახელად ლევანი. ფრანგული პრესა წერს, რომ ქართველი მძარცველი პირდაპირ დანავარდობდა. პოლიციას ლევანი ადრეც შემჩნეული ჰყავდა, მან 4-ჯერ გაძარცვა ბინა, მაგრამ, როგორც პროფესიონალი მძარცველი, სამართალდამცველებს ხელიდან უსხლტებოდა. 12 ივლისს ბანდიტიზმთან ბრძოლის ჯგუფის თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ ქურდი მაჟენტის ბულვარზე გამოჩნდა და დასეირნობდა, თან იქ მდებარე საიუველირო მაღაზიებში […]
კატეგორია: სამართალი
სარფში მიკროავტობუსიდან ჰეროინი ამოიღეს – 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1979 წელს დაბადებული ო.გ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ ტერიტორიაზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო მიკროავტობუსის შემოწმების […]
მასობრივი სროლა თბილისში გმირთა მოედანზე
სროლა და მასობრივი დაპირისპირება იყო დედაქალაქის ცენტრში. შემთხვევა გმირთა მოედანზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ფიზიკურ დაპირისიპრებაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. ფაქტს “ნიუპოსტის” კორესპონდენტი შეესწრო, მისი ინფორმაცით, შემთხვევა სავარაუდოდ სპონტანურ ხასიათს არ ატარებდა. ადამიანთა დიდმა ჯგუფმა თავდასხმა განახორციელა რამდენიმე ადამიანზე. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება სროლაში გადაიზარდა. დანაშაულის მოტივი უცნობია, ასევე უცნობია, ვინ განახორციელა გასროლა. ადგილზე ოპერატიულად […]
“ნიკას სიკვდილს გულწრფელად ნანობს” – ზვიადაურმა ციხიდან კენჭოშვილებს წერილი მიწერა
დღეს ადვოკატები ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს შეხვდნენ. ციხიდან ზურაბ ზვიადაურის ადვოკატებმა დაკავებული ჩემპიონის წერილი გამოიტანეს. ზურაბ ზვიადაური დაპირისპირებული მხრიდან მოკლულ ნიკა კენჭოშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. “მან მიუსამძიმრა კენჭოშვილების ოჯახს. თქვა, რომ მისი მდგომარეობა უკიდურესი იყო, თორემ არავის სიკვდილი, არავის გაუბედურება და არავის დაზიანება არ სურდა. გულწრფელად განიცდის, გულწრფელად ნანობს, ისევე როგორც გული შესტკივა თავის ძმისა და თავისი ახლობლის […]
“მოკლულია და შემდეგ მოტანილი” – ამურ შველიძის თვითმკვლელობის ოჯახს არ სჯერა
ბაკურიანში ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 25 წლის მამაკაცის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უცხადებს. ამურ შველიძის ახლობლები ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდა მოკლეს და შემდეგ სუიციდის ინსცენირება მოაწყვეს. ოჯახს მტკიცებით, მამაკაცს ხელზე პრობლემა ჰქონდა და იარაღის გასროლას ვერ მოახერხებდა, როგორც ამას გომელაურის უწყება ამტკიცებს. ამის გარდა შველიძეების თქმით, გარდაცვალების დღეს ბაკურიანში წვიმდა, თუმცა ცხედარს არც ტალახის კვალი და მათ შორის სისხლის კვალი არ […]
პოლიციელები, რომლებმაც სოფელ ფერმაში ახალგაზრდას სცემეს, ისევ შსს-ში მუშაობენ
მოძალადე პოლიციელები, რომლებმაც სოფელ ფერმაში ახალგაზრდა კაცი სასტიკად სცემეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში მუშაობას ისევ აგრძელებენ. გენერალურ ინსპექციას კი, ამ დრომდე არ მოუხდენია რეაგირება პოლიციელების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რაც “მთავარი არხის” მიერ, ექსკლუზიურად მოპოვებული კადრებით დასტურდება. ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დაზარალებულის დედის თქმით, მასთან შვილზე მოძალადე 2 პოლიციელი […]
„როგორც ვიცი, ზურაბ ზვიადაური იქ იყო თავიდანვე“ – მოკლული კენჭოშვილის მამა
წინანდალში, სისხლიანი დაპირისპირების შედეგად, გარდაცვლილი ნიკა კენჭოშვილის მამა “ტვ პირველისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური, მუხიანის ტყეში თავიდანვე, ინცინდენტის დაწყებისთანავე, იყო. ჩემი ინფორმაციით, ზვიადაური იქ თავიდანვე (სანამ სროლა დაიწყებოდა) იყო. თვითმხილველებმა ასე მითხრეს. ტყუილია ის ინფორმაციაც, რომ ჩემი შვილი ზვიადაურმა მიიყვანა, ნიკა საავადმყოფოში გოგა და გაგა კენჭოშვილებმა გადაიყვანეს”- თქვა “ტვ […]
ზურაბ ზვიადაური – “ატყდა ჩხუბი, ჩხუბს მოყვა სროლა და მოყვა ეს შედეგი”
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა წინანდალში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება თელავის რაიონულ სასამართლოში გაიხსება. განსასჯელის სკამზე მყოფი ზურაბ ზვიადაური აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე ახმეტიდან მას შემდეგ წავიდა, რაც ჯაბა ჯანგირაშვილისგან შეიტყო, რომ ადგილი ჰქონდა ჩხუბს და ინციდენტში მისი ძმა, ზვიად ზვიადაურიც მონაწილეობდა. – როცა დავურეკე ჩემს ძმას და მითხრა, ამ მცალიაო, დავურეკე ჯაბას, სად ხართქო. მითხრა, რომ წინანდალში ვართო. […]
ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეეფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიური ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობა შეეფარდა ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილს. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას […]
“ზვიადაურმა კენჭოშვილს საყელოში ხელი წაავლო, მაგრამ მისი გაკავება ვერ მოახერხა და ამიტომ ესროლა” – ახალი დეტალები
ზურაბ ზვიადაურის ადვოკატის, ტარიელ მურმანიშვილის, განცხადებით, წინანდალში მომხდარი დაპირისპირება ბიზნესწილების გარჩევას არ უკავშირდება. როგორც ზურაბ ზვიადაურის უფლებადამცველი აღნიშნავს, დაპირისპირების მიზეზი ყოფითი საკითხი იყო. „მანდ არ არის ბიზნესწილების გარჩევა. ყოფითი საკითხებია. სამშენებლო ობიექტზე ერთი ბრიგადა ლესავს, მეორე ბრიგად- აშენებს. ამ ბრიგადამ, რომელიც ლესავს, გამოიყენა ჭურჭელი და შიგნით აზილა ცემენტი. მეორე მხარე მოვიდა და ამათ დაუწყო ჩხუბი, […]









