სპეცოპერაცია პანკისში – სუსმა მაგამედ მაჩალიკაშვილი, იუსუფ თათიაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი დააკავა

სპეცოპერაცია პანკისში - სუსმა მაგამედ მაჩალიკაშვილი, იუსუფ თათიაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი დააკავაკახეთის რეგიონში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი კახეთიდან იუწყება, პანკისში სპეცოპერაცია წუხელ ჩატარდა. 2 პირი სოფელ დუისში, 3 კი ქორეთში დააკავეს.

ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მათი განმარტებით, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, პანკისში დაკავებულთა შორის მაგამედ მაჩალიკაშვილი და იუსუფ თათიაშვილი არიან.

მაგამედ მაჩალიკაშვილი და იუსუფ თათიაშვილი. მხოლოდ ოჯახის წევრებთან მაქვს ამჟამად გასაუბრება, ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ, დაკავებულები ამჟამად სად არიან ჯერჯერობით არ ვიცი,”- აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.

როგორც სუს-ში აღნიშნავენ, გამოძიება 327-ე მუხლით მიმდინარეობს.