განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა წინანდალში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება თელავის რაიონულ სასამართლოში გაიხსება. განსასჯელის სკამზე მყოფი ზურაბ ზვიადაური აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე ახმეტიდან მას შემდეგ წავიდა, რაც ჯაბა ჯანგირაშვილისგან შეიტყო, რომ ადგილი ჰქონდა ჩხუბს და ინციდენტში მისი ძმა, ზვიად ზვიადაურიც მონაწილეობდა. – როცა დავურეკე ჩემს ძმას და მითხრა, ამ მცალიაო, დავურეკე ჯაბას, სად ხართქო. მითხრა, რომ წინანდალში ვართო. […]
კატეგორია: სამართალი
ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეეფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიური ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობა შეეფარდა ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილს. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას […]
“ზვიადაურმა კენჭოშვილს საყელოში ხელი წაავლო, მაგრამ მისი გაკავება ვერ მოახერხა და ამიტომ ესროლა” – ახალი დეტალები
ზურაბ ზვიადაურის ადვოკატის, ტარიელ მურმანიშვილის, განცხადებით, წინანდალში მომხდარი დაპირისპირება ბიზნესწილების გარჩევას არ უკავშირდება. როგორც ზურაბ ზვიადაურის უფლებადამცველი აღნიშნავს, დაპირისპირების მიზეზი ყოფითი საკითხი იყო. „მანდ არ არის ბიზნესწილების გარჩევა. ყოფითი საკითხებია. სამშენებლო ობიექტზე ერთი ბრიგადა ლესავს, მეორე ბრიგად- აშენებს. ამ ბრიგადამ, რომელიც ლესავს, გამოიყენა ჭურჭელი და შიგნით აზილა ცემენტი. მეორე მხარე მოვიდა და ამათ დაუწყო ჩხუბი, […]
“ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე ზურაბ ზვიადაურს თავდებში ჩაუდგებიან” – ადვოკატი ცნობილაძე
სასამართლოს მოვთხოვთ აუცილებლად, რომ ზურაბ ზვიადაურს გირაო შეეფარდოს. ასევე ცნობილ პიროვნებებს, სპორტსმენებს, რომლებიც დაუდგებიან თავდებში, წარვუდგენთ სასამართლოს, – ამის შესახებ მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის, ყოფილი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა კახა ცნობილაძემ განაცხადა. მისი თქმით, თავდებში ჩადგომის სურვილი მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა ტალახაძემ გამოთქვეს. „ვიცი, რომ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები, ლაშა ბექაური და არა მარტო […]
პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობაზე ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. პროკურატურამ დღესვე ბრალი წარუდგინა წინანდალში მომხდარი შემთხვევის დროს დაკავებულ კიდევ ერთ პირს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია). “საქართველოს პროკურატურამ 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მომხდარი […]
აშშ-ში მცხოვრებ პირს 300 დოლარი მოტყუებით გადმოარიცხვინა – გ.ლ. დააკავეს
პოლიციამ სოციალურ ქსელებში თაღლითობის ფაქტზე 1 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1996 წელს დაბადებულ გ.ლ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაულები 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. […]
“ზვიადაურმა მას შემდეგ გაისროლა, რაც მას და მის ძმას ავტომატიდან ესროდნენ” – ახალი დეტალები
ზურაბ ზვიადაურმა გაისროლა, მას შემდეგ, რაც ავტომატიდან მას და მის ძმას ესროდნენ, ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების პრინციპით, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოლიმპიური ჩემპიონის, ყოფილი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა განუცხადა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მას აქვს მოლოდინი, რომ ბრალდების მხარე ზურაბ ზვიადაურს ბრალს არ წარუდგენს, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებაში კანონსაწინააღმდეგო არაფერი იყო. „საქმის […]
ზურაბ ზვიადაურის მიერ მოკლული ნიკა კენჭოშვილი ჭიათურაში გადაასვენეს
კახეთში მოკლული ნიკა კენჭოშვილი მშობლიურ სოფელში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის თაბაგრებში გადაასვენეს. 27 წლის ახალგაზრდას ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ადგილობრივები “პირველებს” უყვებიან, რომ ახალგაზრდა კახეთში სამუშაოდ იმყოფებოდა და დღეს დილით გაიგეს, რომ ის ჩხუბის დროს, ოლიმპიური ჩემპიონის. ზურაბ ზვიადაურის ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა. ადგილობრივები 27 წლის კაცს დადებითად ახასიათებენ და აცხადებენ, რომ ნიკა კენჭოშვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. კენჭოშვილის […]
მაგდა კოტრიკაძე – “ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი დუმილის უფლებას იყენებენ”
სამი ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატ ზურაბ ზვიადაურს ბრალი ოფიციალურად ხვალ წარედგინება. ამ დროისთვის ზურაბ ზვიადაური თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. როგორც ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ განაცხადა, როგორც ზვიადაური, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი დუმილის უფლებას იყენებენ. მისივე თქმით, საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე საჯარო […]
მეტრო ისანთან ორმა მამაკაცმა ერთმანეთი დაჭრა
სისხლიანი დაპირისპირება თბილისში – მეტროსადგურ „ისანთან“ ორმა პირმა ერთმანეთს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ამ დროისთვის ორივე მოქალაქე კლინიკაში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. ტვ პირველი








