სისხლიანი გარჩევა წინანდალში და სამი გარდაცვლილი – ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური ამ წუთებში თელავის სამხარეო პოლიციაში ბრალის წარდგენას ელოდება. “ქართული ოცნების” ყოფილ წევრს, წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატი ხვდება. სასტუმრო “რედისონის” მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდართან დაკავშირებით კი რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთის თანახმად, კონკრეტულ საკითხზე დაწყებული კონფლიქტის დალაგება საკუთარ თავზე ზურაბ ზვიადაურმა აიღო. ორმხრივი სროლა კი მსხვერპლით დასრულდა. ირკვევა, […]
კატეგორია: სამართალი
“სროლა ვასილ ცოცხალაშვილმა დაიწყო, რასაც ნიკა კენჭოშვილმა უპასუხა” – წინანდალში მკვლელობის ახალი დეტალები
სამი მოკლული, ორი დაჭრილი – წინანდალში მომხდარი მკვლელობისთვის ორი პირი დააკავეს. დაპირისპირება ე.წ. მუხიანის ტყეში ძმებ ზვიადაურებს, მათ მეგობარსა და მათთან დაპირისპირებულ მუშებს შორის დაიწყო. “მთავარი არხის” ინფორმაციით, მუხიანის ტყე ტყის ფონდიდან ცოტა ხნის წინ, იქ დაწყებული სამშენებლო სამუშაოების გამო ამოიღეს. სამშენებლო ობიექტის მიმართ ინტერესი ჰქონდათ ძმებ ზვიადაურებსა და მათთან დაპირისპირებულ მუშებს. ტერიტორიაზე დაპირისპირებას არაერთხელ […]
ზურაბ ზვიადაური ნიკა კენჭოშვილის მკვლელობისთვის დააკავეს – რა მოხდა წინანდლის ტყეში
წინანდალში ზურაბ ზვიადაურის ძმისა და კიდევ 2 პირის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ზურაბ ზვიადაური. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ამავე ფაქტთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს. „გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე […]
წინანდალში მკვლელობის ადგილზე ზურაბ ზვიადაურიც იყო – ახალი დეტალები
კახეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც “ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი, სამი პირი, მათ შორის ზურაბ ზვიადაურის ძმა ორმხრივ სროლას ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არის პირი, რომელიც ზვიადაურისა და მისი მეგობრის საწინააღმდეგო მხარეს იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღოდა. ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური მეგობრებთან ერთად მივიდა, […]
ზესტაფონში ბებიაზე ძალადობისთვის ზვიად ცერცვაძე დააკავეს
ზესტაფონში მოხუც 82 წლის ბებიაზე ძალადობაში ბრალდებული შვილიშვილი დააკავეს.- ამის შესახებ ინფორმაციას “ტელეკომპანია“ ფორმულა ავრცელებს. ხანდაზმულის თქმით, 30 წლის ზვიად ცერცვაძე სრულიად უმიზეზოდ სცემს და უყვირის, სარგებლობს მისი საპენსიო ბარათითაც, აღებულ თანხას კი ფლანგავს. ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ იცოდა სოფლის გამგებელმაც. მისი თქმით, პოლიციას ერთხელ უკვე შეატყობინა და ზვიად ცერცვაძე გაფრთხილეს. გამგებელმა ისიც იცოდა, რომ […]
წინანდლის ტყეში ზვიად ზვიადაური, ალიკა ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი ჩაცხრილეს – ახალი დეტალები
“კურიერის” ინფორმაციით, თელავში დღეს მოკლული სამი პირიდან ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია. მასთან ერთად ალიკა ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი ჩაცხრილეს. შემთხვევა წინანდალში მოხდა, სროლას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არის პირი, რომელიც ზვიადაურისა და მისი მეგობრის მისამართით ისროდა. კონფლიქტი კი ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე დაიწყო, სადაც ზვიადაური და მისი მეგობრები მათი მეგობრის დასახმარებლად მივიდნენ. სამივე […]
წინანდლის ტყეში ზურაბ ზვიადაურის ძმა და კიდევ 2 პირი მოკლეს
სისხლიანი გარჩევა კახეთში – წინანდლის ტყეში სამი ადამიანი ჩაცხრილეს. “პირველებს” წყარო უყვება, რომ ერთ-ერთი მოკლული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის, ძმაა. “ტვ პირველის” ინფორმაციით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს ზვიადაურის ახლო მეგობრებს, რომლებიც მასთან ერთად ტყეში იმყოფებოდნენ. სამივე მათგანს აღენიშნებოდა როგორც ცეცხლსასროლი იარაღით, ასევე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შემთხვევის ადგილზე სავარაუდოდ იმყოფებოდა მეოთხე ადამიანი, რომელმაც […]
ქუთაისში კლინიკის მე-4 სართულიდან კოვიდინფიცირებული მამაკაცი გადახტა
ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის კლინიკის მეოთხე სართულიდან, პაციენტი გადახტა. 70 წლის კაცი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა გუშინ, 15 აგვისტოს გვიან ღამით, ის მეოთხე სართულიდან გადმოხტა. მამაკაცი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. “ორი დღის შემოსული იყო პაციენტი, მიზეზი უცნობია, რატომ გადახტა”,- ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი გოგიტა ბაბუნაშვილი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე […]
ეკა მიშველაძე – “კიდევ უფრო მიმძაფრდება ეჭვი, რომ ეს არ იყო ძარცვა”
“კიდევ უფრო მიმძაფრდება ეჭვი, რომ ეს არ იყო ძარცვა” – ამბობს ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე მისი ბინის გაქურდვასთან დაკავშირებით. ეკა მიშველაძე პოლიციამ დღეს გამოკითხა. როგორც ტელეწამყვანი ამბობს, წაღებულია მხოლოდ 2 ლეპტოპი მაშინ, როდესაც ბინაში სხვა, ბევრად ღირებული ნივთები იყო. მიშველაძეს ბინა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე გაქურდული გუშინ დახვდა და მაშინვე არ გამორიცხა, რომ ეს ყველაფერი დაშინების მცდელობა ყოფილიყო. მომხდარზე […]
“ჩემს შვილს მისმა ქმარმა ლარნაკი თავში ჩაარტყა” – ოჯახური ძალადობა შიდა ქართლში
ოჯახური ძალადობის მძიმე ისტორია შიდა ქართლში – ახალგაზრდა ქალი აცხადებს, რომ წლებია, მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ახალგაზრდა ქალის დედა ტვ პირველთან ყვება, რომ მისი შვილის ქმარი დასჯისთვის ძალადობის სხვადასხვა ფორმას იყენებს, სცემს, თუმცა, როგორც სავარაუდო მსხვერპლი ამბობს, პოლიცია არ რეაგირებს. სავარაუდო მსხვერპლის ოჯახის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალზე დედამთილიც ძალადობდა. არაერთი მიმართვის მიუხედავად, ცემაში დადანაშაულებული ამ დრომდე […]








