მეტრო ისანთან ორმა მამაკაცმა ერთმანეთი დაჭრა

მეტრო ისანთან ორმა მამაკაცმა ერთმანეთი დაჭრასისხლიანი დაპირისპირება თბილისში – მეტროსადგურ „ისანთან“ ორმა პირმა ერთმანეთს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

ამ დროისთვის ორივე მოქალაქე კლინიკაში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს.

ტვ პირველი