კატეგორია: სამართალი

ახალქალაქში სარიტუალო დარბაზი დალუქეს

ახალქალაქში სარიტუალო დარბაზი დალუქეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ახალქალაქში მდებარე სარიტუალო დარბაზი დალუქეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა. როგორც შსს-ში აღნიშნავენ, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, სარიტუალო დარბაზის ადმინისტრაციამ კვლავ განაგრძო საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა, რის […]

“სახლი თავდაყირა დამხვდა” – ეკა მიშველაძე გაქურდეს

"სახლი თავდაყირა დამხვდა" - ეკა მიშველაძე გაქურდეს

ეკა მიშველაძის სახლი გაქურდეს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. „ეს რა ქვეყანაა! ეს სად ვცხოვრობთ?! სახლი გამიქურდეს! ამ წამს მოვედი და ღია დამხვდა! მთელი სახლი თავდაყირა! ეს რა მიზნით მოხდა, მაგასაც გავიგებ, იმედია და ვაი, თქვენი ბრალი!”- წერს მიშველაძე. პრაიმ ტაიმი

სამცხე-ჯავახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტი გამოვლინდა

სამცხე-ჯავახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, სამართალდარღვევებიდან 3 ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტია, 1 – ხე-ტყის უკანონო მოპოვების და 4 – ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების. „ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლენილია ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში. სოფლების – ანდეზიტის, მზეთამზესა და სხვილისის მიმდებარედ, მოქალაქეები შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ […]

შსს-მ 20 ნარკორეალიზატორი დააკავა

შსს-მ 20 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჯამში 20 ნარკორეალიზატორი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განცხადა, ნარკოდანაშაულების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. მისივე თქმით, დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს […]

ოზურგეთში ოპოზიციამ “ოცნებას” პროკურატურაში უჩივლა

ოზურგეთში ოპოზიციამ "ოცნებას" პროკურატურაში უჩივლა

ოზურგეთში, ოპოზიციის ლიდერებმა პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს. მათი განცხადებით, „ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვას აგრძელებს და ამისი დამადასტურებელი აუდიო-ვიდეო ჩანაწერებიც არსებობს. მათივე თქმით, ქვეყანაში შერჩევითი სამართალია. “ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ეს რომ გაეკეთებინა ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის წევრს, ჩვენ დავინახავდით, როგორ უსწრაფესად იმოქმედებდა პროკურატურა, მაგრამ ამ კონკრეტულ ფაქტმაც დაგვანახა, რომ ამ ქვეყანაში არის შერჩევითი სამართალი, რადგან მას შემდეგ სამი […]

“ჯერ თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, მერე ყელი გამოჭრა” – პოლიციამ მ.ქ. დააკავა

"ჯერ თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, მერე ყელი გამოჭრა" - პოლიციამ მ.ქ. დააკავა

სასტიკი მკვლელობა თბილისში – 42 წლის კასპში მცხოვრები მამაკაცი  საკონდიტრო კომპანიის ოფისში ყელგამოჭრილი იპოვეს. გარდაცვლილი ნაწამებია, გამოჭრილი აქვს ყელი  და  სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნება. დანაშაული, სავარუდოდ, კომპანიის დაცვის თანმშრომელმა ჩაიდინა. მოკლული გიორგი ბასიაშვილი  წლების განმავლობაში თბილისში ერთ-ერთ ტკბილეულის ქარხანაში მუშაობდა. ახალგაზრდა კაცს დაცვის თანამშრომელმა ჯერ თავში რამდენჯერმე ჩაქუჩი ჩაარტყა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა. მკვლელობას წინ […]

გლდანში მიწების მითვისებისთვის 11 პირი პასუხისგებაში მიეცა

გლდანში მიწების მითვისებისთვის 11 პირი პასუხისგებაში მიეცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებაში დახმარების გაწევის ფაქტზე, პასუხისგებაში 11 პირი მისცეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ პირთა დახმარებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მოტყუებით დაირეგისტრირეს თბილისში, გლდანის რაიონში, ავშნიანის დასახლებაში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 11 ერთეული მიწის […]

გრიგოლ ლილუაშვილი _ “სუსის მიერ გამოძიების დაწყების საფუძველია ოპერატიული ინფორმაცია”

გრიგოლ ლილუაშვილი _ "სუსის მიერ გამოძიების დაწყების საფუძველია ოპერატიული ინფორმაცია"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ უწყების მხრიდან, “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტზე, გამოძიება სუს-ის ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. როგორც ლილუაშვილი განმარტავს, გამოძიება სოციალურ ქსელში გასაჯაროებულ დოკუმენტებს უკავშირდება, რომლებიც საიდუმლო ნიშნებს შეიცავს. “გამოძიების საფუძველია ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება კონკრეტული დოკუმენტების საჯარო სივრცეში გამოქვეყნებას, რომელიც შეიცავს საიდუმლოების ნიშნებს. თუმცა ეს არის სავარაუდო ვერსია, ვინაიდან გამოძიების […]

თიკო აბაშიძე – “გოგონამ გვითხრა, რომ გაუპატიურების მსხვერპლი იყო მამის მხრიდან”

თიკო აბაშიძე - "გოგონამ გვითხრა, რომ გაუპატიურების მსხვერპლი იყო მამის მხრიდან"

აჭარაში, 50 წლამდე მამაკაცს საკუთარი 15 წლის შვილი გაუპატიურებაში ადანაშაულებს. გოგონა ჩვენებაში ძალადობის არაერთ ფაქტზე საუბრობს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს – ბათუმის სასამართლო საქმის არსებით განხილვას იწყებს. “კურიერის” ინფორმაციით ბრალდებული თავის ოთხ შვილთან ერთად აჭარის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. მოზარდი ახლა დროებით თავშესაფარში იმყოფება. დაკავებული მამაკაცი წარდგენილ ბრალს კატეგორიულად ეწინააღმდეგება. არასრულწლოვანმა ფონდ “იალქანს” მიმართა, ფონდის დირექტორი თიკო […]

მანქანა საზამთროს ჯიხურთან მამა-შვილს დაეჯახა – ავარია კახეთში

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ჭანდარში გურჯაანის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მხარეს საზამთროს გასაყიდ ჯიხურთან მდგარ მამა-შვილს დაეჯახა. შედეგად 42 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მამა სხეულის მრავლობითი დაზიანებებით „ჯეოჰოსპიტალსში“ მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. იპნ