სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ თბილისში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა. მან პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი საკონტროლოდ შეისყიდა. “დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობას და აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერებები დაწესებულებას მიღებული ჰქონდა კანონდარღვევით. უნებართვოდ არსებული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული 917 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და ჩამოერთვა დაწესებულებას. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული […]
კატეგორია: სამართალი
დააკავეს პირი, რომელიც გუშინ რუსთაველზე მოპედით ჟურნალისტებს დაეჯახა
აქციის მონაწილე, რომელიც გუშინ რუსთაველის გამზირზე მოპედით ჟურნალისტებს სპეციალურად დაეჯახა, დაკავებულია. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. შეგახსენებთ, გუშინ საპატრიარქოს მოწოდებით “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული მრევლისა და საეკლესიო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმები განხორციელდა, მათ დაარბიეს კარვები, ასევე ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი ჰომოფობიური ჯგუფები “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი […]
ნოდარ მელაძე – “ესენი არიან ტვ პირველის ჟურნალისტებზე თავდამსხმელები”
ნოდარ მელაძემ ფეისბუქში დაწერა: “შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia თქვენი საქმე ჩვენ გავაკეთეთ. ესენი არიან ტვ პირველის ოპერატორზე და ჟურნალისტებზე თავდამსხმელები. მათ განზრახ, ჯგუფურად თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ჩვენს რეპორტიორებს, სცემეს და სრულად გაანადგურეს სამაუწყებლო აპარატურა.”
შსს-მ 8 პირი დააკავა – გამოვლინდა 53 ჟურნალისტზე ძალადობის ფაქტი
გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი, – ამის შესახებ ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე წლის 5 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების და მათზე პოლიციის მხრიდან განხორციელებული რეაგირების შესახებ. […]
პრაიდის მოწინააღმდეგეებმა 40-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი ცემეს
ორგანიზაცია მედიაჩეკერმა დღეს, ძალადობრივ აქციაზე დაზარალებული ჟურნალისტების რაოდენობა დაითვალა. მათი ინფორმაციით დაშავებულია 40-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი. ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია ტელევიზიების და ონლაინ გამოცემების ტექნიკა. “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი თორნიკე მანდარია “რადიო თავისუფლების” ოპერატორი დათო ქორიძე “რუსთავი 2”-ის ოპერატორი შოთა სიკინჭალაშვილი “ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა On.ge-ს ჟურნალისტი თამთა კახაბერიძე “ფორმულას” ჟურნალისტი […]
იპნ-ის ფოტოკორესპონდენტი გიორგი ნიკოლიშვილი პრაიდის მოწინააღმდეგეებმა ქაშუეთის ეკლესიასთან თავში დაჭრეს
“ინტერპრესნიუსის” ფოტოკორესპონდენტი გიორგი ნიკოლიშვილი, რომელსაც “პრაიდის” მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. სააგენტოს თანამშრომელს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული, მათ შორის, გამოკვლევების შედეგად, აღენიშნება ტვინში სისხლჩაქცევები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ალადაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან ბესელიამ განუცხადა, გიორგი ნიკოლიშვილის მდგომარეობა საყურადღებო, თუმცა ამ ეტაპზე სტაბილურია. „ამ ეტაპზე სტაბილური მდგომარეობაა, თუმცა არის საყურადღებო. კლინიკის ნევროლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული“, – აღნიშნავენ ალადაშვილის […]
ქართული ონლაინ პორნოს სათავეში ზვიად თავართქილაძე და 1 ქალი იდგნენ
კოვიდშეზღუდვების გამო სხვა საქმიანობების მსგავსად რეალური სივრციდან ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა პროსტიტუციამაც. ამ მიზნით შექმნილმა ერთ-ერთმა ქართულმა საიტმა პანდემიის დროს მილიონობით ლარის შემოსავალი მიიღო. ბაზაში ხუთი ათასამდე სექს-მუშაკი იყო დარეგისტრირებული. ვებ-გვერდი ახლა გათიშულია, – მისი შემქმნელები კი ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდნენ – არალეგალური პროსტიტუციის გამოსავლენად სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. ონლაინ პორნოინდუსტრიის სათავეში, გამოძიების ინფორმაციით, 2 […]
ოზურგეთში მამაკაცმა ეკლესია დაარბია და პოლიციის მანქანას ნაჯახი ურტყა
მამაკაცმა პოლიციის მანქანას ნაჯახი ჩაარტყა, შემთხვევა ოზურგეთის ცენტრში რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, მათ შენიშნეს 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც ნაჯახით ხელში მირბოდა ქუჩაში, სამართალდამცველებმა მისი შეკავება სცადეს, რის შემდეგაც მამაკაცმა ნაჯახი პატრულის მანქანას ჩაარტყა. “კურიერის” ინფორმაციით, მანამდე მან ეკლესია დაარბია. მამაკაცი დაკავებულია. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის აღძრული.
კურიერებზე შეჯახების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
თავისუფლების მოედანზე, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საუბარია შემთხვევაზე, როდესაც თეთრი ფერის ავტომანქანა 2 კურიერს დაეჯახა და ადგილიდან გაიქცა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სხვა დეტალებს- დაკავებულია თუ არა გაქცეული მძღოლი, ან იდენტიფიცირებულია თუ არა ის, უწყებაში არ აკონკრეტებენ. შემთხვევა თავისუფლების მოედანზე 3 […]
“დედას მოვუ**ნავ სუყველას, მე ვერ მომერევით, გაიგე?!” – თელასის ფინანსურ დირექტორს ქალისადმი ძალადობას აბრალებენ
“თელასის” მაღალჩინოსანს დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ – კომპანიის ფინანსური სამსახურის უფროსს, სახალხო დამცველის ოფისის შემდეგ, განმარტებების მიცემა ამჯერად გამოძიებისთვის მოუწევს. მიზეზი ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებია. გინება, ფსიქოლოგიური ძალადობა, დისკრიმინაცია – შევიწროებაში კომპანია “თელასის” ფინანსური სამსახურის უფროსს ყოფილი თანამშრომელი ადანაშაულებს. ახალგაზრდა ქალი კამერებთან არ საუბრობს. მისი ადვოკატი კი ამბობს, რომ საქმეში არსებობს ჩანაწერები, სადაც კარგად ისმის, როგორ აყენებს ის თანამშრომელს შეურაცხყოფას. ინტერესების […]










