სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ თბილისში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა.
მან პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი საკონტროლოდ შეისყიდა.
“დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობას და აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერებები დაწესებულებას მიღებული ჰქონდა კანონდარღვევით.
უნებართვოდ არსებული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული 917 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და ჩამოერთვა დაწესებულებას. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაეგზავნა სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის”,- ნათქვამია განცხადებაში.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობით, უწყება ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლის ღონისძიებებს ყოველდღიურად ახორციელებს.
მთავარი

