სუფრასთან დაწყებული დაპირისპირება, რომელიც მკვლელობით დასრულდა – “კურიერმა” იმ პირის ვინაობა დაადგინა, რომელსაც ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე პოლიციელის კუთვნილი იარაღიდან ესროლეს. როგორც “კურიერმა” გაარკვია მოკლული ხარაგაულში მცხოვრები 31 წლის ვანო ბანცაძეა. ის პროფესიით მექანიკოსი იყო და ერთ-ერთ ჩინურ კომპანიაში მუშაობდა. ვანო ბანცაძე ზესტაფონში მეგობართან სტუმრად იმყოფებოდა, როდესაც სუფრაზე დაპირისპირება მოხდა, რომელიც მკვლელობით დასრულდა. ამ ეტაპზე უცნობია, […]
კატეგორია: სამართალი
წალკაში ტვ პირველის ჟურნალისტები გამგებლის ბიძამ ცემა
თავდასხმა “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე – წალკაში, სოფელ წინწყაროში ადგილობრივების პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ “პირველების” რეპორტიორ ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე, ფიზიკურად გაუსწორდა. “ტვ პირველის” გადამღები ჯგუფი სოფელ წინწყაროში მიწების მიტაცების საკითხის გასაშუქებლად ჩავიდა, რა დროსაც აქციაზე აგრესიულად განწყობილი გოჩა აფრასიძე გამოჩნდა და “ტვ პირველის” ჟურნალისტს როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი, შეურაცხყოფა მიაყენა. დაზიანებულია ტელეკომპანიის […]
ზესტაფონში ვანო ბანცაძის მკვლელობის საქმეზე ინსპექტორ-გამომძიებელი ლ.ზ. დააკავეს
ზესტაფონში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაცემის ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილი), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი ლ.ზ. დააკავეს. ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას. ასევე, აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის […]
ზესტაფონში ღამით ვანო ბანცაძე მოკლეს – დაკავებულია პოლიციელის ბიძა
ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცი მოკლეს. სავარაუდოდ, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლო. წინასწარი ინფორმაციით, ვანო ბანცაძეს სამართალდამცველის კუთვნილი იარაღიდან ესროლეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მკვლელობა პოლიციელის ბიძამ ჩაიდინა, რომელიც უკვე დაკავებულია. უცნობია დაკავებულია, თუ არა პოლიციელი, რომელსაც მკვლელობის იარაღი ეკუთვნოდა. სახლში დაწყებული კონფლიქტი გადაიზარდა ხელჩართულ დაპირისპირებაში ეზოში, […]
თემურ გულიაშვილი – “ჩემს შვილს ყავაში ნარკოტიკი ჩაუყარეს”
გორში დაკავებული შალვა გულიაშვილის, იგივე “სემსოტას” ოჯახი ამბობს, რომ დაკავების დროს მას ნარკოტიკი ჩაუდეს. გულიაშვილის მამა განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც დაკავებული სამმართველოში გადაიყვანეს, ყავა დაალევინეს. თემურ გულიაშვილი დარწმუნებულია, რომ სამართალდამცველებმა სწორედ ყავაში ჩაყარეს ნარკოტიკი. დაკავებულის მამა ვარაუდობს, რომ პოლიცია ახლა მისი ოჯახის დევნას დაიწყებს. – სამმართველოში გაუმასპინძლდნენ ყავით, ყავა დაალევინეს და შეიძლება კი არა 100%-იანი ვიცი, […]
სუსის მიერ დაკავებულია პატრიოტთა ალიანსის წევრი გივი ქურციკიძე
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთერთი ფრაქციის თავმჯდომარე დააკავეს. “პირველების” ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრი, გივი ქურციკიძე. საქმის მასალების თანახმად, საკრებულოს ერთერთი ფრაქციის თავმჯდომარემ დაარწმუნა მოქალაქე, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომელთა მეშვეობით უზრუნველყოფდა ქ.თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთზე სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდას, რაშიც ქრთამის სახით 140 000 აშშ დოლარის გადახდა […]
სუსმა ამბროლაურის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე დააკავეს. სუს-ის ცნობით, როგორც გამოძიებით დგინდება, საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარემ დაარწმუნა მოქალაქე, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომელთა მეშვეობით, უზრუნველყოფდა თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთზე სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდას, რაშიც ქრთამის სახით 140.000 […]
აფთიაქის სამალავში თბილისში ფსიქოტროპული წამლები იპოვეს
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, თბილისში მდებარე ერთ-ერთი აფთიაქის ინსპექტირებისას, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულებაში განხორციელებული კონტროლის ღონისძიების შედეგად დადასტურდა, რომ აფთიაქი ახორციელებდა უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობას და აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერებები დაწესებულებას მიღებული ჰქონდა კანონდარღვევით. უნებართვოდ არსებული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული 1489 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და ჩამოერთვა დაწესებულებას. დარღვევასთან […]
პოლიციამ გორში ზურაბ რიკრიკაძის მკვლელობისთვის შალვა გულიაშვილი დააკავა
შიდა ქართლის პოლიციამ გორში ზურაბ რიკრიკაძის მკვლელობის ფაქტზე შალვა გულიაშვილი დააკავა. მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. პოლიციის ცნობით, ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 3 ივნისს, ქალაქ გორში, 1979 წელს დაბადებული ზურაბ რიკრიკაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. პოლიციის მიერ ბრალდებული პირადი […]
ფოთში გალფის სადგური და მარკეტი დააყაჩაღეს
ფოთის შესასვლელთან დილის 5 საათზე “გალფის” ბენზინგასამართი სადგური და მარკეტი დააყაჩაღეს. ერთი შეარაღებული ნიღბიანი პირი სუპერმარკეტში შეიჭრა და იარაღის მუქარით მოლარეს თანხა გამოსძალა. წაღებულია სიგარეტი და ძვირადღირებული სასმელიც. ადგილობრივების თქმით, გართულებული კრიმინალური ვითარების გამო ბენზინგასამართ სადგურებს პოლიცია იცავს. მათივე ინფომრაციით, სამართალდამცველები სულ რამდენიმე წუთის გასული იყვნენ ადგილიდან, როდესაც ერთი შეიარაღებული კაცი მარკეტში შეიჭრა. მაღაზიიდან გამოსულმა ბენზინგასამართი […]










