კურიერებზე შეჯახების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

კურიერებზე შეჯახების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყოთავისუფლების მოედანზე, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საუბარია შემთხვევაზე, როდესაც თეთრი ფერის ავტომანქანა 2 კურიერს დაეჯახა და ადგილიდან გაიქცა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სხვა დეტალებს- დაკავებულია თუ არა გაქცეული მძღოლი, ან იდენტიფიცირებულია თუ არა ის, უწყებაში არ აკონკრეტებენ.

შემთხვევა თავისუფლების მოედანზე 3 ივლისს მოხდა. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.