აქციის მონაწილე, რომელიც გუშინ რუსთაველის გამზირზე მოპედით ჟურნალისტებს სპეციალურად დაეჯახა, დაკავებულია.
ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
შეგახსენებთ, გუშინ საპატრიარქოს მოწოდებით “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული მრევლისა და საეკლესიო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმები განხორციელდა, მათ დაარბიეს კარვები, ასევე ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი ჰომოფობიური ჯგუფები “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.
რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, მათ შორის “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.
რუსთავი 2

