ერთკვირიანი ძებნის შემდეგ ვარშავაში გაუჩინარებული ქართველი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. 24 წლის დიტო ხელხელაურის ცხედარს მყვინთავებმა ტბაში მიაკვლიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში მყოფი ნათესავები ადასტურებენ. დიტო ხელხელაური რამდენიმე წელია პოლონეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. პოლონეთის სამართალდამცველები ახალგაზრდას 12 ივნისიდან ეძებდნენ. რის შემდეგაც, ერთ-ერთი თვითმხილველის ჩვენების საფუძველზე სამძებრო ღონისძიებაში მყვინთავები ჩაერთნენ. 24 წლის დიტო ხელხელაური წარმოშობით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან არის. საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით, ოჯახს ოფიციალური […]
კატეგორია: სამართალი
თბილისის აეროპორტში ვატო ყიფიანი დააკავეს
თბილისის აეროპორტში კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი დააკავეს.როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 18-109 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადებას (დაუმთავრებელ დანაშაულს) გულისხმობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება ძმებ ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადებას. ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ძმები ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მთავარი მოტივი 2016 წელს, ვაკეში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. საუბარია ბადუკა ნათობაძეზე, რომელმაც საკუთარ […]
ქუთაისში 65 წლის კაცმა 7 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა
ქუთაისში მოზარდის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე 65 წლის მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა წუხელ ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა 7 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა. მომხდარის შესახებ არასრულწლოვანმა ოჯახს აცნობა, რის შემდეგაც სამართალდამცველები გამოიძახეს. ადგილზე ხმაური იყო, 65 წლის მამაკაცი კორპუსიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს. მომხდარის დეტალებზე ოჯახს და ადგილობრივებს საუბარი არ სურთ. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
გურიის პოლიციის უფროსი ლევან ხარაბაძე ცემეს
წუხელ, გვიან ღამით, ურეკის პოლიციაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ,,ტვ პირველმა” ახალი დეტალები გაარკვია. ჩვენი წყაროს თქმით, ნაცემ ხუთ პოლიციელს შორის ერთ-ერთი გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან ხარაბაძეა. მას დაზიანებები პოლიციის შენობაში დაკავებული შოთა ლოლაძის ახლობლებმა მიაყენეს, რომლებიც ლოლაძის გამოხსნას ცდილობდნენ. დაკავებული ლოლაძის დედა ამბობს, რომ მის შვილს შელაპარაკება მაშველთან მოუვიდა, ვისთანაც სახანძროსთვის წყლის არქონა […]
სამეგრელოში დაკავებულ მამა-შვილს 8 წლის გოგონას უფროს დაზე ძალადობაც ედებათ ბრალად
“კურიერის” ინფორმაციით, მეორე არასრულწლოვანი, რომელზეც სამეგრელოში დაკავებულმა მამა-შვილმა სექსუალურად იძალადა, იმ 8 წლის ბავშვის და არის, რომელზეც დაკავებულები 2 წლის განმავლობაში ძალადობდნენ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობდა მეორე არასრულწლოვანი მსხვერპლიც, დღეს პროკურატურამაც გაავრცელა – უწყების ცნობით, დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს ზ.გ-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართაც ჩაიდინა სექსუალური […]
ურეკში პოლიციელებზე თავდასხმისთვის 13 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე, დაბა ურეკში 13 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ივნისს, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს ურეკის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე -173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის […]
8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამა-შვილს სამეგრელოში სახლი გადაუწვეს
ძალადობაში ეჭვმიტანილი მამა-შვილის სახლს სამეგრელოში მეზობლებმა ცეცხლი წაუკიდეს. მათ ბრალად ედება, რომ 8 წლის ბავშვი გააუპატიურეს. მამა-შვილი პოლიციამ გუშინ, 24 ივნისს, დააკავა. შემთხვევა მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. დაკავებულები ბავშვის მეზობლები არიან. მამა-შვილი ბავშვს მოკვლის მუქარით აიძულებდნენ, ფაქტი საიდუმლოდ შეენახა. როგორც ერთ-ერთი მეზობელი ამბებთან საუბარში აცხადებს, ბავშვმა მომხდარის შესახებ მშობლებს მას შემდეგ უამბო, რაც ძლიერმა ტკივილებმა […]
8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის სამეგრელოში მამა-შვილი დააკავეს
გორში პატრულის ცემისთვის 21 წლის ს.ყ. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული ს.ყ. გორში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალად ედება სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე, პატრულ-ინსპექტორ ვ.მ.-ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა და მას ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით […]
გორში მამაკაცმა პატრული ცემა
გორში, ქალაქის ცენტრში პატრულის თანამშრომელს სცემეს. პატრულის თანამშრომელი სასწრაფო სამსახურის ბრიგადამ გადაიყვანა, მისი ცემის ფაქტზე კი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. რას მოჰყვა ინციდენტი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, დაკავებული მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც კლინიკა “გორმედში” აცხადებენ, მას დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული, გაეწია სამედიცინო დახმარება და უკვე გაწერილია ბინაზე. მომხდარზე აღძრულია სისხლის […]










