“8 წლის გოგონაზე მამა-შვილი ჯგუფურადაც ძალადობდა” – რა წერია სკანდალურ საქმეში

"8 წლის გოგონაზე მამა-შვილი ჯგუფურადაც ძალადობდა" - რა წერია სკანდალურ საქმეშიუმძიმესი საქმე, რომლის მასალებიც “კურიერმა” ექსკლუზიურად მოიპოვა. 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულების საქმეში იმდენად მძიმე ფაქტებია აღწერილი, რომ მასალას “კურიერი” არ ასაჯაროებს. საქმეში დეტალურადაა აღწერილი, როგორ და რა სიხშირით ძალადობდნენ 63 წლის მამა და 36 წლის შვილი მცირეწლოვანზე.

ძალადობა ხდებოდა როგორც ჯგუფურად, ანუ ერთდროულად მამა-შვილის მხრიდან, ასევე ცალ-ცალკე, დანაშაულის ადგილი იყო სამზარეულო, დაკავებულების საცხოვრებელ სახლში. ძალადობის ეპიზოდების ნაწილი ხდებოდა საჯარო სივრცეშიც, ტყეში, რომელიც ბრალდებულების სახლთან მდებარეობს.

“კურიერის” მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით ბრალს არც ერთი არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

რუსთავი 2