– როცა ვბანდი, ტკივილები ჰქონდა, რომ ჩავეძიე, მომიყვა ყველაფერი.
ამის შესახებ სამეგრელოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლის, 8 წლის გოგონას დედა “მთავარ არხთან” პირველ ინტერვიუში საუბრობს.
ამბობს, რომ მოძალადეები მის შვილს ორი წლის განმავლობაში აუპატიურებდნენ და ემუქრებოდნენ, თუ რამეს იტყოდა, ჯერ მას მოკლავდნენ, შემდეგ კი დედამისს.
– ჯერ მოგვიყვა 65 წლის კაცზე და შვილიც იგივეს მიშვრებოდაო, მაშინებდნენ ორივე სიკვდილითო, ჯერ შენ მოგკლავთ და მერე დედაშენს და ერთად დაგმარხავთო.. დანით და თოფით ემუქრებოდნენ… ორი წელი გრძელდებოდა. ბაღში რომ დავდიოდი, პირველად მაშინ მოხდაო. პოულობდა ისეთ მომენტს, როცა მარტო რჩებოდა ბავშვი და ეძახოდა… პირზე აფარებული მქონდა ხელი და ვერ ვიძახდიო, ყველაფერი მოძალადეების სახლში ხდებოდა, – ამბობს 8 წლის გოგონას დედა.
მთავარი

