კატეგორია: სამართალი

რობიზონ თუთარაშვილის მკვლელობისთვის რწმუნებულის მეუღლე და მისი მასპინძელი დააკავეს

მკვლელობა ქვებითა და ხელკეტებით - ზესტაფონელი რობიზონ თუთარაშვილის ოჯახი დამნაშავეთა დასჯას ითხოვს

ლენტეხში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლის, რობიზონ თუთარაშვილის, ცემაში უშუალოდ მონაწილე პირებს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. “კურიერის” ინფორმაციით, დაკავებულია სოფელ ჩიხარეშის რწმუნებულის მეუღლე. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მეორე დაკავებული პირი კი მოკლული მამაკაცის მასპინძელია. სოფელ ჩიხარეშში შემთხვევა 5ივნისს მოხდა. ცემის შედეგად 47 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ცემაში სავარაუდოდ ოთხი პირი ფიგურირებს. ჩხუბის მიზეზად რამდენიმე ვერსია გავრცელდა. […]

ყალბი მართვის მოწმობების დამზადებისთვის 4 პირის დევნა დაიწყო

ყალბი მართვის მოწმობების დამზადებისთვის 4 პირის დევნა დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარისა და გურიის რეგიონებში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა ოთხი პირის მიმართ დაიწყეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარისა და გურიის რეგიონებში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენლებმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს და გაასაღეს მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო სხვადასხვა კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი ყალბი მოწმობები, […]

ლევან ფარტენაძე – “მურმან ჯინჭარაძემ ჩემი დაჭერისთვის ერთ ქალს 50.000 დოლარი გადაუხადა”

ლევან ფარტენაძე - "მურმან ჯინჭარაძემ ჩემი დაჭერისთვის ერთ ქალს 50.000 დოლარი გადაუხადა"

ბათუმში მდებარე მარკეტების ქსელ „ფარფურის“ ორი ფილიალის გადაწვის მცდელობა სავარაუდოდ, კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება. “ტვ პირველთან”  მარკეტების ქსელის მფლობელი, მერაბ ფარტენაძე, ალაპარაკდა და თქვა, რომ  შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მას  ემუქრებოდნენ. მერაბ ფარტენაძე ირწმუნება, რომ ქსელის დაწვის უკანმმისი ყოფილი ბიზნესპარტნიორი მურმან ჯინჭარაძე დგას, რომელიც, ფარტენაძეების მტკიცებით, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირია. მეტიც, ფარტენაძის მეუღლე, “ტვ პირველთან” ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ […]

სოხუმში არძინბას ძმისშვილის მეგობარი ჩაცხრილეს

სოხუმში არძინბას ძმისშვილის მეგობარი ჩაცხრილეს

არძინბას ძმისშვილის მკვლელობის შემდეგ, დღეს, სოხუმის ცენტრში, მოკლული ქემალ არძინბას მეგობარი ჩაცხრილეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ბ.პ. ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ფაქტს კი წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანამდე, გუშინ, კონფლიქტი და საქმის გარჩევა იყო ბზიფში, სადაც ერთმანეთს არძინბასა და ე.წ. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. დღეს კი, სოხუმის ცენტრში […]

ვასილ მამულაშვილი – “ვაპირებთ სტრასბურში წასვლას” – შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების საქმეს სააპელაციო განიხილავს

ვასილ მამულაშვილი - "ვაპირებთ სტრასბურში წასვლას" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების საქმეს სააპელაციო განიხილავს

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაიწყო. მცხეთის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ადვოკატებმა 8 ივნისს გაასაჩივრეს. ბრალდებულების ინტერესების დამცველების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ სასამართლო პროცესები არადისტანციურ რეჟიმში წარიმართოს, რაც მეორე ინსტანციამ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე არც სტრასბურის სასამართლოსთვის მიმართვას გამორიცხავს. “ვინაიდან სისტემა არის ერთიანი და ჩვენ არ ვმიჯნავთ აპელაცია, კასაციასა და […]

“ნანგრევებში შეიყვანეს და 12 პოლიციელი ურტყამდა… მანამდე უცნობის აქციაზე თბილისში 100 კაცის წაყვანა დაავალეს” – რა ხდება ადიგენში

"ნანგრევებში შეიყვანეს და 12 პოლიციელი ურტყამდა... მანამდე უცნობის აქციაზე თბილისში 100 კაცის წაყვანა დაავალეს" - რა ხდება ადიგენში

აზირაშვილების ოჯახი, რომელიც პოლიციას ძალადობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს, დღეს პროკურატურას მიმართავს. შემთხვევა ადიგენში, სოფელ უდეში გუშინ მოხდა. ეკა აზირაშვილი ამბობს, რომ მისი ბიჭს პოლიციის უფროსი თამაზ ფაილოძე ხელყუმბარისა და ნარკოტიკების ჩადებით დაემუქრა. ოჯახი ამბობს, რომ 28 წლის გოჩა აზირაშვილი პოლიციის სამმა ეკიპაჟმა წაიყვანა. სამართალდამცველებმა მას უთხრეს, რომ ნარკოლოგიურ განყოფილებაში მიჰყავდათ, თუმცა მათ მარშრუტი შეცვალეს, ბიჭი მიტოვებულ შენობაში […]

ბათუმში სუპერმარკეტ “ფარფურის” დაწვა სცადეს

ბათუმში სუპერმარკეტ "ფარფურის" დაწვა სცადეს

ბათუმში დაუდგენელმა პირებმა სუპერმარკეტ “ფარფურის” დაწვა სცადეს – შემთხვევა დაახლოებით დილის 6 საათზე მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები უკვე იმყოფებოდნენ და სათავალთვალო კამერის ჩანაწერები ამოიღეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

თემქაზე 30 წლის ქალის გაუპატიურება სცადეს

"ჩემი თურქი ქმარი ჩემს შვილზე სექსუალურად ძალადობდა" - რა მოხდა ქარელში

7 ივნისს ღამით თემქაზე ერთ-ერთ კორპუსთან პოლიცია იყო მობილიზებული. “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ნაცნობ ქალზე იძალადა. 30 წლამდე ქალი პოლიციამ უკვე დაკითხა. საუბარია გაუპატიურების მცდელობაზე. სწორედ ამ მუხლით დაიწყო გამოძიება სამართალდამცავ უწყებაში. დადგენილია სავარაუდო ბრალდებულის ვინაობაც. ის დაზარალებულის ოჯახის ახლობელია, თუმცა “რუსთავი 2“ დაზარალებულის და სავარაუდო მოძალადის ვინაობას არ ასაჯაროებს.

ადიგენის პოლიციის უფროსს, თამაზ ფაილოძეს, დევნაში ადანაშაულებენ

ადიგენის პოლიციის უფროსს, თამაზ ფაილოძეს, დევნაში ადანაშაულებენ

ადიგენის პოლიციის უფროსს დევნაში ადანაშაულებენ. სოფელ უდეში მცხოვრები ეკა აზირაშვილი ამტკიცებს, რომ მისი შვილი, 28 წლის მამაკაცი, ყოველგვარი მიზეზის გარეშე გუშინ სოფლის ცენტრში დააკავეს, შემდეგ სცემეს და ხელყუმბარის ჩადებით დაემუქრნენ. – დავრეკე 126-ში, რომ პოლიციამ ჩემი შვილი წაიყვანა, არც ახალციხეშია, არც ადიგენში, არც სამმართველოში და რამე რეაგირება მოახდინეთ-მეთქი. ნახევარი საათის შემდეგ გავიგე, რომ ადიგენში ჰყავდათ […]

სპეცოპერაცია თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე – 1 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე - 1 პირი დააკავეს

ამ წუთებში თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცველი და სპეციალური დანიშნულების რაზმი. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 1 პირი. საქმე სავარაუდოდ ნარკოდანაშაულს ეხება.