“ბიჭმა წელს ქვევით გამაშიშვლა და მითხრა, რაღაც თამაში უნდა გასწავლოო” – რას ამბობს 8 წლის ბიჭის დედა

"ბიჭმა წელს ქვევით გამაშიშვლა და მითხრა, რაღაც თამაში უნდა გასწავლოო" - რას ამბობს 8 წლის ბიჭის დედაკახეთში გაუპატიურების საქმის განხილვა გრძელდება. საუბარია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 16 წლის მოზარდზე, რომელსაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას ედავებიან.

პირველმა ინსტანციამ მოზარდისათვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და 9 ივნისს 16 წლის ბიჭი დააპატიმრეს.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ადვოკატი არ ეთანხმება. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები და ექსპერტიზის პასუხი არ დევს, ამიტომ მოზარდის დაკავება უსამართლოა.

დაზარალებულის ოჯახის წევრი კი მომხდარის დეტალებს ჰყვება:

“ბავშვმა მითხრა, დედიკო, წელს ქვევით გამაშიშვლა და მითხრა, მე შენ რაღაც თამაში უნდა გასწავლოო. რა გაუკეთა, არ ვიცი. ბავშვი რომ დაკითხეს, იქ უთქვამს, დედამ არ იცისო და ეს ფაქტი წინა დღესაც იყოო. ასე მითხრა, მშობლებთან არაფერი თქვა, თორემ გცემო,”- აცხადებს დაზარალებულის დედა.

თავად ბრალდებულის მამიდა კი ამბობს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ძალიან მშვიდად არის, რადგანაც მას “არაფერი დაუშავებია”.

“ბრალს არ აღიარებს და ძალიან მშვიდად არის, რადგანაც მას არაფერი დაუშავებია. ჩვენ ვითხოვთ, წაიყვანონ ის ქალბატონი და გამოიკვლიონ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ბავშვს კი, ზოგადად რასაც დააძალებ და ეტყვი, იმას გაიმეორებს. მაგ ბავშვის დედა ცემს ბავშვებს, ღამის 12 საათზე ისმის ხოლმე ხმა. ეს არის გამოსაკვლევი და არა ჩემი ძმიშვილი,”- აცხადებს ბრალდებულის მამიდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.

რუსთავი 2