შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ზ.ს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თელავში, რამდენიმე პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა ზ.ს.-მ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი […]
კატეგორია: სამართალი
“გლეხოვიჩმა” პირს გიორგი დალაქიშვილისთვის 80.000, ქურდული საერთოსთვის კი 70.000 ლარის გადახდა დააკისრა”
ქურდული გარჩევა თბილისში და 13 დაკავებული – “პირველებმა” დაადგინა, რატომ მივიდა საქმე კანონიერ ქურდებამდე. ჩვენი ინფორმაციით, ბიზნესმენმა გიორგი დალაქიშვილმა ქურდებს დახმარებისთვის მას შემდეგ მიმართა, რაც გაყიდული ტრაქტორების თანხა ვერ ამოიღო. საუბარია სულ 150.000 ლარზე. ირკვევა ისიც, რომ ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად, “გლეხოვიჩის” მიერ გამტყუნებულ პირს 80.000 -ის გადახდა დააკისრეს, დანარჩენი კი ქურდულ საერთოში უნდა წასულიყო. […]
“ბიჭმა წელს ქვევით გამაშიშვლა და მითხრა, რაღაც თამაში უნდა გასწავლოო” – რას ამბობს 8 წლის ბიჭის დედა
კახეთში გაუპატიურების საქმის განხილვა გრძელდება. საუბარია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 16 წლის მოზარდზე, რომელსაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას ედავებიან. პირველმა ინსტანციამ მოზარდისათვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და 9 ივნისს 16 წლის ბიჭი დააპატიმრეს. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ადვოკატი არ ეთანხმება. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები და ექსპერტიზის პასუხი არ დევს, ამიტომ მოზარდის დაკავება უსამართლოა. […]
სუსმა გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის“ დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ჯგუფის უფროსი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის“ დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს […]
კახეთში 16 წლის მოზარდმა 8 წლის ბიჭი გააუპატიურა?
არასრულწლოვანს გაუპატიურების საქმე კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში. 16 წლის მოზარდი, რომელსაც 8 წლის ბიჭთან სექსუალური სახის ურთიერთობა ბრალდება, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დააკავეს. ის ინკლუზიურ განათლებაშია ჩართული. პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდების შუამდგომლობა, პატიმრობის შესახებ არ დააკმაყოფილა, თუმცა სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილება შეიცვალა და მოზარდი დააპატიმრეს. ბრალდებულის ოჯახი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ექსპერტიზის პასუხის ელოდება 8 წლის ბიჭის ოჯახიც. გამოძიების […]
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე iPlus-ის მაღაზია გაქურდეს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე iPlus-ის მაღაზია გაქურდეს. მაღაზიის დირექტორი, კახა სეფიაშვილის განცხადებით, შემთხვევა გამთენიისას, კომენდანტის საათის დასრულებისთანავე მოხდა. მისივე თქმით, ზარალი დაახლოებით 90 ათას ლარს შეადგენს. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს.
ქონების გადამალვისთვის კომპანიის ხელმძღვანელის დევნა დაიწყო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოჩვენებითი გარიგებით ქონების გადამალვის ფაქტზე, ერთი კომპანიის ხელმძღვანელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, შემოსავლების სამსახურის მიერ დანიშნული ინვენტარიზაციის შემდგომ, მოსალოდნელი ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, თავის ოჯახის წევრზე დარეგისტრირებულ საწარმოს მოჩვენებითი გარიგებით სრულად გადააწერა ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებები და სასაქონლო მატერიალური ფასეულობები, რის შედეგადაც საგადასახადო ორგანოები ვეღარ ახდენდნენ […]
კალატოზას ძმისშვილი გიორგი ქარსელაძე კლდიაშვილზე კ.ჩ-ს დაჭრაში უდანაშაულოდ ცნეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა გახმაურებულ საქმეში ბრალდებული გიორგი ქარსელაძე. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. გამოძიება მას არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდა. მოსამართლემ ქარსელაძე უდანაშაულოდ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლშიც, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. ბრალდებულის ინტერესებს თამარ აბესაძე და ზურაბ მამულაშვილი იცავდნენ. ადვოკატების თქმით, -“მოსამართლე გიორგი არევაძემ სამართლიანი განაჩენი გამოიტანა, ვინაიდან ქარსელაძის წინააღმდეგ საქმეში […]
ირაოს თანამშრომლის მკვლელობის მცდელობისთვის 23 წლის გ.კ. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, 1991 წელს დაბადებული კ.ფ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. […]
ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის ტყვლიპე, პუპუშა, ხონსკი და კიდევ 10 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისში, თელავსა და ქუთაისში 13 პირი დააკავეს. ყველა მათგანი: 1978 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად „ვიტო“), 1976 წელს დაბადებული ჯ. ხ. (მეტსახელად „ჯეკო“) , 1983 წელს დაბადებული რ. გ. (მეტსახელად “პუპუშა“, 1974 წელს დაბადებული გ. რ. (მეტსახელად […]










