ირაოს თანამშრომლის მკვლელობის მცდელობისთვის 23 წლის გ.კ. დააკავეს

ირაოს თანამშრომლის მკვლელობის მცდელობისთვის 23 წლის გ.კ. დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, 1991 წელს დაბადებული კ.ფ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.