თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე iPlus-ის მაღაზია გაქურდეს.
მაღაზიის დირექტორი, კახა სეფიაშვილის განცხადებით, შემთხვევა გამთენიისას, კომენდანტის საათის დასრულებისთანავე მოხდა.
მისივე თქმით, ზარალი დაახლოებით 90 ათას ლარს შეადგენს.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს.

