თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს. მას ხელბორკილები სამართალდამცველებმა საკუთარ ბინაში დაადეს. ადგილზე ხმაური იყო. მანამდე, მისი ბინის ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, სამართალდამცველები იარაღს ეძებდნენ. ამავე მიზეზით გაჩხრიკეს მისი ავტომობილიც. როგორც “პირველებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება თამაზ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ სსკ-ის 151-ე – მუქარისა და 236-ე – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
კატეგორია: სამართალი
ზვიად ცეცხლაძე – „სისტემური წამება ციხეში”
აქციაზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. წერილი სათაურით – “სისტემური წამება ციხეში” “დაფიონის“ FACEBOOK გვერდზე გამოქვეყნდა. ცეცხლაძე დეტალურად აღწერს ყველა იმ პრობლემას, რომელიც მისი თქმით, არა მხოლოდ მას, არამედ ციხეში მყოფ ყველა პატიმარს ეხება. ყოველთვის ვცდილობ, რომ ციხეში არსებულ დისკომფორტსა და გამოწვევებზე არ ვისაუბრო. არა მხოლოდ საჯაროდ, არამედ ოჯახის […]
გორის საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო მუმლაძე დააკავეს
დაკავებულია გორის საკრებულოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“, ასევე რაიონის ყოფილი გამგებელი სოსო მუმლაძე. ინფორმაცია „ქართლის ამბებს“ პროკურატურაში დაუდასტურეს. პროკურატურის პრესსამსახურში „ქართლის ამბებს“ განუცხადეს, რომ სოსო მუმლაძეს ბრალი წაყენებული აქვს თაღლითობის მუხლით. სოსო მუმლაძე ამ ეტაპზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, მას მოქალაქეებმა უჩივლეს მშენებლობასთან დაკავშირებული თანხების მითვისების ფაქტზე. სოსო მუმლაძე […]
„ეს იარა მას მერე აქვს, რაც კაცმა ცხენზე გამოაბა” – ნატა ვიბლიანის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ვარშავაში ჩატარდა
ემიგრაციაში მყოფ 43 წლის ნატა ვიბლიანის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად მთავარი გამომძიებელი პოლონეთში ჩავიდა. საგამოძიებო პროცედურები ვარშავაში ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი პოლონეთის დედაქალაქში 12 აგვისტოს ჩავიდა. სწორედ ამ დღეს მიანიჭა პროკურატურამ ნატა ვიბლიანს დაზარალებულის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ მას და მის ადვოკატებს […]
სასამართლომ გიორგი ჩახუნაშვილი და 4 ოქტომბრის საქმის სხვა ბრალდებულები დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა
სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა | ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ექიმი გოგი ჩახუნაშვილი და ია დარახველიძე საქმის განხილვის პერიოდში გირაოს სანაცვლოდ იყვნენ გათავისუფლებულები. მათი პატიმრობა დაკავების დღიდან აითვლება. მათ […]
სისხლიანი გარჩევა ქურდიანის ქუჩაზე – ერთ-ერთი დაზარალებული სახლში მოტყუებით აიყვანეს და „სკოჩით დააბეს”
რა მოხდა ქურდიანის ქუჩაზე და რა უძღოდა წინ 35 წლის კაცის მკვლელობას? – შოკისმომგვრელი დეტალები დღეს საქმის პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა გათქვა. ირკვევა, რომ ორმა მეგობარმა ერთ-ერთი პირი სახლში მოტყუებით აიყავნა, იქ სკოჩით დააბეს და მასზე ფიზიკურად იძალადა. მოგვიანებით ბინაში სხვა პირებიც მივიდნენ, რასაც ჯერ ურთიერთშელაპარაკება, შემდეგ კი უმისამართო სროლა მოყვა. რაც შეეხება ნიკა ქარელაშვილის სიმაღლიდან ვარდნას, […]
მაკო გომური – „სავარაუდოდ, ეს იყო ე.წ. დათვის ტყვია, თვალის ბუდე შეიტანა“…
20 ივნისის საქმეზე, გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა. 20 ივნისს დაზარალებულმა გაიხსენა, როდის დაიწყეს საპოლიციო ძალებმა მოქალაქეების წინააღმდეგ ტყვიების გამოყენება. მისი თქმით, 20 ივნისი არის ყველა იმ ადამიანის დანაშაული, ვინც მაშინ იყო ქართული ოცნების წევრი და არამხოლოდ ერთი ადამიანის – გიორგი გახარიასი. ჩვენების დროს მაკო გომურმა იკითხა, თუ დღეს 20 ივნისის გამო გახარია დამნაშავეა, მაშინ, 20 […]
ელისაშვილი – „ჩვენს ახალ პატრიარქს ჰკითხეთ, რატომ არ იმჩნევს არაფერს, რაც ამ ქვეყანაში ხდება?“
„ამდენი ადამიანი ციხეშია, ან ხალხს რომ აწამებენ, არ ეხება? მოზამბიკში ვართ? – ასე მიმართა ბრალდებულმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პატრიარქს, შიო მესამეს იმ დროს, როდესაც მოსამართლე გიორგი გელაშვილი მას სასამართლოდან აძევებდა. მაშინ, როცა საბადრაგო სამსახურს სხდომათა დარბაზიდან გაჰყავდა, ელისაშვილმა თქვა, რომ ჩვენი ახალი პატრიარქი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს არ იმჩნევს. ერთი ჩვენს ახალ პატრიარქს ჰკითხეთ, რატომ […]
ნანუკა ჟორჟოლიანს 3 დღით პატიმრობა მიუსაჯეს
24 წლის ქალი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში ქალის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი, აისუნ გულიევა, მარნეულიდან იყო და თბილისში სასწავლებლად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ქალი ბინაში მისმა მეგობარმა აღმოაჩინა. ოჯახის წევრები “პირველებთან” მოვლენებს ქორონოლოგიურად იხსენებენ. ამბობენ, რომ გუშინ საღამომდე თბილისში გოგონასთან იმყოფებოდნენ, საღამოს კი, როდესაც მარნეულში წავიდნენ, მათ დაუკავშირდა აისუნ გულიევას მეგობარი და უთხრა, რომ ბინაში შესვლას ვერ ახერხებდა, რადგან კარს არავინ უღებდა. ოჯახის წევრების თქმით, […]










