„ამდენი ადამიანი ციხეშია, ან ხალხს რომ აწამებენ, არ ეხება? მოზამბიკში ვართ? – ასე მიმართა ბრალდებულმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პატრიარქს, შიო მესამეს იმ დროს, როდესაც მოსამართლე გიორგი გელაშვილი მას სასამართლოდან აძევებდა.
მაშინ, როცა საბადრაგო სამსახურს სხდომათა დარბაზიდან გაჰყავდა, ელისაშვილმა თქვა, რომ ჩვენი ახალი პატრიარქი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს არ იმჩნევს.
ერთი ჩვენს ახალ პატრიარქს ჰკითხეთ, რატომ არ იმჩნევს ჩვენი პატრიარქი არაფერს, რაც ამ ქვეყანაში ხდება? ამდენი ადამიანი ციხეშია, ან ხალხს რომ აწამებენ, არ ეხება? მოზამბიკში ვართ? – განაცხადა ელისაშვილმა.
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბრალდებული ოპოზიციონერი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
როგორც ადგილიდან “ტვ პირველის” ჟურნალისტი იუწყება, მოსამართლემ პოლიტიკოსს შემდეგი ფრაზა არ აპატია: “მაცადეთ თქვენი ჭირიმე კითხვის დასმა”.
ცნობისთვის, დღევანდელ სხდომაზე ის ექსპერტები იკითხებიან, რომლებმაც სამედიცინო და ქიმიური ექსპერტიზები ჩაატარეს.

